» » Bild : სალიჰამიჯიჩი ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს

Bild : სალიჰამიჯიჩი ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს

18-01-2019, 13:22
087
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს. სალიჰამიჯიჩის განცხადებით, კოლუმბიელი ნახევარმცველის გამოსყიდვასთან დაკავშრებით, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის და "ბაიერნის" ხელმძღვანელობა მოვლენათა ფორსირებას არ აპირებს.


"ვნახოთ როგორ ითამაშებს იგი სეზონის მეორე ნახევარში და ამის შემდეგ გავაკეთებთ საჭირო დასკვნებს. ხამესის გამოსყიდვა მისი შემდგომი გაყიდვის მიზნით? ეს "ბაიერნის" სტილი არ არის. თუ ჩვენ გამოცდილ ფეხბურთელს ვიძენთ, მაშინ ის "ბავარიის" ნაწილი ხდება."-ციტირებს ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებს გამოცემა Bild-ი

შეგახსენებთ, როდრიგესის საკონტრაქტო უფლებები კვლავაც მადრიდის "რეალის" ხელშია. იგი მიუნხენის "ბაიერნში" არენდის წესით იმყოფება, ხსენებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა კი მომავალ ზაფხულს ეწურება. "ბავარიელებს" მოქმედი გარიგების თანახმად აქვთ უფლება 42 მილიონი ევროს გადახდის სანაცვლოდ, გამოსყიდვის ოფცია გაიაქტიურონ.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..