» » კომენტარები : "ჰოფენჰაიმი" 1 - 3 მიუნხენის "ბაიერნი"

კომენტარები : "ჰოფენჰაიმი" 1 - 3 მიუნხენის "ბაიერნი"

19-01-2019, 11:09
0113
პარასკევს 18 იანვარს, გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრე, მიუნხენის "ბაიერნმა" გამარჯვებით გახსნა. ნიკო კოვაჩის შეგირდები, ბუნდესლიგის მეთვრამეტე ტურის ეგიდით, საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმს" ეწვივნენ და ანგარიშით 1-3 სძლიეს მეტოქე გუნდს. წარმოგიდგენთ მატჩის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.



ნიკო კოვაჩი -"პირველი ტაიმი სენსაციური იყო. ზუსტად ამგვარად გვსურდა საკუთარი თავის წარმოჩენა. ეს არის ის, რაც შეგვიძლია. შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ, მეორე წრე კარგად დავიწყეთ. ახლა "ბორუსია" წნეხის ქვეშ არის მოქცეული. ჩვენ ერთგვარ რბოლაში ვიმყოფებით და გვსურს დორტმუნდელებთან არსებული სხვაობა აღმოვფხვრათ. ჩვენი მიზანია ვიზეიმოთ ჩემპიონობა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ როდესაც სეზონი დასრულდება ლიდერის პოზიცაზე ვიმყოფებოდეთ."

ჰასან სალიჰამიჯიჩი - "დღეს ჩე ვიხილეთ საკუთარი გუნდის ორსახოვნება. პირველ ტაიმში ბრწყინვალედ ვთამაშობდით და მატჩის მსვლელობას პირწმინდად ვაკონტროლებდით. მეორე ტაიმში გაგვიჭირდა, დაშვებულ იქნა ინდივიდუალური შეცდომები. ხდებოდა დარტყმების გაცვლა, კომპაქტურობის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ და ბურთზე კონტროლიც დავკარგეთ. საბოლოოდ კი კონტრშეტევის შედეგად, გოლიც მივიღეთ საკუთარ კარებში. ჩვენი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მესამე გოლი კარგად გავითამაშეთ. ზამთრის შესვენებაზე კარგი განწყობით გავედით, ახლა კი მეორე წრე ჩინებულად დავიწყეთ."

ლეონ გორეცკა -"საბოლოო ჯამში ჩვენ კარგი ორთაბრძოლის დემონსტრირება მოვახერხეთ. პირველ ტაიმში შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ. "ჰოფენჰაიმი" კონტროლის ქვეშ გვყვავდა და დამსახურებულადაც დავწინაურდით. მეორე ტაიმში შეხვედრა უფრო თანაბარი გახდა, თუმცა კონტრშეტევის წყალობით მატჩის ბედი გადავწყვიტეთ. "ჰოფენჰაიმი" გაიხსნა და ჩვენც ზეწოლა გავაძლიერეთ. გვსურდა მეორე წრე კარგად დაგვეწყო და ამავე დროს მნიშვნელოვანი იყო კარგი ფეხბურთის ჩვენებაც მოგვეხდინა. ჩვენი მიზანია გავხდეთ ჩემპიონები. პირველი წრე ისე დასრულდა, რომ ლიდერს 6 ქულით ჩამოვრჩებით, ახლა ნამდვილ რბოლაში ვიმყოფებით."

იულიან ნაგელსმანი ("ჰოფენჰაიმის" მთავარი მწვრთნელი) -"პირველი ტაიმი, ჩვენი შესრულებით რაღაც კოშმარი იყო, მეორე ნახევარში კარგი თამაში ვაჩვენეთ. ეს თამაში ძალიან ჰგავდა პირველ წრეში გამართულ ორთაბრძოლას. პირველ ტაიმში ვიყავით სუსტები, შეშინებულები და ძალიან მცირე დოზით ვიჩენდით აგრესიას. დაცვაში ჩვენ სითამამე გვაკლდა. "ბავარიამ" ბევრი მომენტი შექმნა, ასე რომ მათ მიერ გატანილი გოლები სრულიად დამსახურებული იყო. შესვენებაზე გუნდი გადაეწყო. მეორე ნახევარში დაფიქსირებული თამაშის ხარისხით შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ. "ბაიერნმა" კანონზომიერად მოიგო."

ნიკო შულცი ("ჰოფენჰაიმი") -"რაც შეეხება განწყობას, ეს იყო ორი განსხვავებული ტაიმი ჩვენი გუნდის შესრულებით. პირველ ნახევარში ძალიან უკან ვიყავით დაწეულები და ზეწოლას ვერ ვახორციელებდით. როდესაც "ბაიერნის" წინააღმდეგ ასპარეზობ, ასეთი რამ დაუშვებელია. რამდენიმე ასპექტს მატჩის დაწყებამდეც ვიხილავდით, თუმცა ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..