» » "ცივსისხლიანი" გორეცკა "ათიანის" პოზიციაზე ბრწყინავს

"ცივსისხლიანი" გორეცკა "ათიანის" პოზიციაზე ბრწყინავს

21-01-2019, 13:18 -ss- სიახლეები 0

ახალი წლის პირველ შეხვედრაში ნიკო კოვაჩმა ერთგვარ ექსპერიმენტს მიმართა. თომას მიულერის, ხამეს როდრიგესის და ტიაგო ალკანტარას ნაცვლად, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, სისტემა 4-2-3-1-ში, "ჰოფენჰაიმთან" გამართულ მატჩში - ლეონ გორეცკა წარადგინა. "ეს სწორი გადაწყვეტილება იყო." -სიამოვნებით აღნიშნავდა ხორვატი სპეციალისტი ორთაბრძოლის დასრულების შემდგომ. ამ გამარჯვებაში ლეონ გორეცკამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, გახდა რა ორი გატანილი გოლის ავტორი.

"ხანდახან, როდესაც მთავარ მწვრთნელად მუშაობ, შენ არც თუ ისე ცუდ გადაწყვეტილებებს იღებ"-ღიმილიანი სახით აღნიშნავდა კოვაჩი, რომელმაც ლეონ გორეცკა "ათიანის" პოზიციაზე განამტკიცა. "ჰოფენჰაიმთან გამართულ შეხვედრაში გვსურდა, რომ მოედანზე ყოფილიყო ფეხბურთელი, რომელიც თანაბრად კარგია, როგორც შეტევით ისე დაცვით მოქმედებებში. ძალიან მიხარია, რომ იგი გაწეული სამუშაოს გამო, ორი გატანილი გოლით დაჯილდოვდა."-დასძინა 47 წლის სპეციალისტმა.

"პირველი გოლის შემთხვევაში ცოტა გამიმართლა, მეორე გოლი კი ბრწყინვალე აღმოჩნდა."-განაცხადა ლეონ გორეცკამ, რომელმაც პირველად გაიფორმა ბუნდესლიგაში დუბლი, საკუთარ 131-ე შეხვედრაში. ლეონმა ანგარიში პირველი ტაიმის 34-ე წუთზე გახსნა, შესვენებამდე სულ ცოტა ხნით ადრე კი კვლავ გამოიჩინა თავი. მთლიანობაში გორეცკამ მეტოქე გუნდის კარის მიმართულებით 6 ჯერ გაისროლა, რაც მოცემულ შეხვედრაში საუკეთესო მაჩვენებელად ფიქსირდება.


6 - 8 - 10 გორეცკა ყველა პოზიციაზე შესანიშნავია


"მან ძალიან კარგი თამაში აჩვენა. იგი დემონსტრირებდა საკუთარ მრავალფეროვნებას და მოქნილობას მეტოქე გუნდის საჯარიმო ზონაში."-საქებარი სიტყვები არ დაიშურა მანუელ ნოიერმა საკუთარი თანაგუნდელის მისამართით, რომელსაც "ცივსისხლიანიც" კი უწოდა. სტატისტიკა, კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ლეონ გორეცკა, მიუნხენის "ბაიერნისათვის": მან უკვე მესამედ გახსნა ანგარიში კონკრეტულ ორთაბრძოლებში, ამასთან ოთხივე გატანილი გოლით იგი გასვლით შეხვედრებში გამოირჩა.

ლეონ გორეცკას უნივერსალურობა ცალკე სასაუბრო თემაა. მას თანაბრად კარგად შეუძლია თამაში, როგორც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, ისე მოედნის ცენტრალურ ზონაში, ან სულაც შემტევი ნახევარმცველის ამპლუაში. "პირველ წრეში მე უფრო დაცვით მოქმედებებში ვმონაწილეობდი და უფრო სიღრმეში ვიყავი დაწეული. დღეს მე "ათიანის" პოზიციაზე ვითამაშე. ამ პოზიციაზე თამაში ძალიან მომწონს და მწვრთნელმაც კარგად იცის, რომ ეს შემიძლია."

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად ლეონ გორეცკას ცენტრალურ ნახევარმცველად ხიბლავს თამაში, იქ სადაც იხსნება თავისუფალი ადგილი, საკუთარი დინამიკის და ბურთთან ურთიერთობის დემონსტირებისა. თუმცა "ახალი" ამპულის საწინააღმდეგი მას არაფერი აქვს. "გოლების გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, ამასთან არ მაქვს არანაირი პრობლემა დაცვით მოქმედებებში მონაწილეობისა. ჩემი მიზანია მეორე წრეში, მოწინააღმდეგე გუნდის კარებთან, კიდევ უფრო საშიში გავხდე."-აღნიშნა 23 წლის "ბავარიელმა".
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..