» » გნაბრი ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება

გნაბრი ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება

26-01-2019, 15:32 -ss- სიახლეები 0

გნაბრი ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება
კვირას, 27 იანვარს მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის მე-19 ტურის ეგიდით, საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტს" დაუპირისპირდება. ამ ორთაბრძოლაში, დიდი ალბათობით, წარმოდგენილი იქნება სერჟ გნაბრიც. შეგახსენებთ ახალგაზრდა შემტევს, კუნთების პრობლემა აღენიშნებოდა, თუმცა უკვე ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და პარასკევს სერჟმა გუნდთან ერთდაც ივარჯიშა. "ის რაც მე დღეს მოედანზე ვიხილე, ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად მაძლევს. მომავალ შეხვედრაში იგი ასი პროცენტით იქნება მზად სათამაშოდ."-აცხადებდა ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკო კოვაჩი.

ზემოხსენებული ფეხბურთელისგან განსხვავებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჟერომ ბოატენგის ასპარეზობის საკითხი. "ბავარიელთა" ცენტრალური მცველი გაცივდა და პარასკევს გამართულ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. "სისხლის საერთო ანალიზი არც თუ ისე კარგ შედეგებს იძლეოდა, სწორედ ამიტომ იგი დღეს ვარჯიშზე არ ყოფილა. ვნახოთ როგორ იგრძნობს ის თავს ხვალ. რისკის გაწევა არ გვსურს."-დასძინა ხორვატმა სპეციალისტმა.

"რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელი ვერც ფრანკ რიბერისა და არიენ რობენის იმედზე იქნება, მოახლოებულ დაპირისპირებაში. ორივე ეს ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს. კოვაჩმა აღნიშნა, რომ რობენი დიდ პროგრესს დემონსტრირებს. "დიდი იმედი მაქვს, ერთ-ერთი მათგანი მაინც, თუ ორივე არა, წარმოდგენილი იქნება "ლევერკუზენთან" გასამართ მატჩში."

"შტუტგარტთან" შეხვედრაში კი ნიკო კოვაჩს წარმატებული სერიის გაგრძელება სწადია. "გვსურს გამარჯვების მოპოვება და რბოლის გაგრძელება. დორტმუნდის "ბორუსია" წნეხის ქვეშ უნდა ვამყოფოთ, სწორედ ამიტომ არც ერთი მეტოქის დაუფასებლობა არ გვეპატიება. თუ ჩვენ მოვახერხებთ და ვაჩვენებთ ზუსტად იგივე თამაშის ხარისხს, როგორც ეს "ჰოფენჰაიმთან" მატჩის პირველ ტაიმში იყო, დარწმუნებული ვარ მოედანს გამარჯვებულები დავტოვებთ."-აღნიშნა 47 წლის სპეციალისტმა.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..