» » Omnisport: კოვაჩი რენატუ სანჩესის შესახებ საუბრობს

Omnisport: კოვაჩი რენატუ სანჩესის შესახებ საუბრობს

26-01-2019, 15:59
094
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, ინტერნეტ-გამოცემა Omnisport-თან მიცემულ ინტერვიუში, რენატუ სანჩესის შესახებ საუბრობს. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ხომ არ იგეგმება ადრიენ რაბიოში, ხსენებული ფეხბურთელის გაცვლა, ხორვატი სპეციალისტი შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებს.


"არანაირი შანსი არ არსებობს იმისა, რომ რენატუ სანჩესი რაბიოში გაიცვალოს. მსგავსი ინფორმაცია პირველად მესმის. არსებობს დიდი შანსი, რომ რენატუ ამ სეზონში ბევრ შეხვედრას გამართავს, განსაკუთრებით აპრილის თვეში, რადგანაც ამ პერიოდში ჩვენ 9 ორთაბრძოლა გვაქვს ჩანიშნული. სეზონის პირველ ნახევარში საკუთარ თავზე გამოვცადეთ მდგომარეობა, როდესაც რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი გვყვავდა, ახლა ჩვენ დანაკლისის შევსება შეგვიძლია. როგორ უკვე აღვნიშნე ჩვენ კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ."-ციტირებს გამოცემა Omnisport-ი ნიკო კოვაჩის სიტყვებს.

რენატუ სანჩესი მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 2016 წლიდან ირიცხება. მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. transfermarkt-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..