» » კომენტარები : მიუნხენის "ბაიერნი" 4 - 1 "შტუტგარტი"

კომენტარები : მიუნხენის "ბაიერნი" 4 - 1 "შტუტგარტი"

28-01-2019, 12:29
0174
კვირას 27 იანვარს, გერმანიის ჩემპიონატის მე-19 ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტს" უმასპინძლა. შეხვედრა "ბავარიელთა" გამარჯვებით ანგარიშით 4-1 დასრულდა. წარმოგიდგენთ მატჩის შემდგომ კომენტარებს.




ნიკო კოვაჩი -"თამაშში კარგად შევედით და მალევე დავწინაურდით. თუმცა ამის შემდეგ, სრული 35 წუთის განმავლობაში, პრაქტიკულად არ ვთამაშობდით. ძალიან ნელა ვმოძრაობდით, შტუგარტელები კი მყარად განლაგდნენ დაცვაში და ამ ბლოკის გარღვევას ვერ ვახერხებდით. შეხვედრის მეორე ნახევარში უკეთ ვიასპარეზეთ, ვმოქმედებდით სწრაფად, უფრო მეტად ვერტიკალურად და საბოლოო ჯამში მოვახერხეთ ინდივიდუალური კლასის ხარჯზე, მომენტების რეალიზება. ხშირად გვიწევდა მეტოქე გუნდის კართან თამაში, შევქმენით ბევრი საგოლე მომენტი და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ. ახლა ეს ყველაფერი უკვე წარსულია, საჭირო წინსვლა განვაგრძოთ."

ლეონ გორეცკა -"შეხვედრა კარგად დავიწყეთ, როგორც ეს არაერთხელ გაგვიკეთებია მიმდინარე საფეხბურთო სეზონში. თუმცა ამის შემდეგ მოვდუნდით და დამსახურებულადაც მივიღეთ გოლი საკუთარ კარში. პოზიტიური მომენტი გახლავთ ის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ დიდი ანგარიშით მოვიგეთ ეს ორთაბრძოლა. პირველ წრეში, ასეთი მატჩი თავისუფლად შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო. როდესაც შეხვედრა ანგარიშით 3-0 მიგყავს, მაშინ რა თქმა უნდა, მატჩს სულ სხვა გაგრძელება აქვს. "ბავარიაში" მუდამ წნეხის ქვეშ გიწევს ყოფნა, რადგანაც ვალდებული ხარ თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლო."

მარკუს ვაინცირლი ("შტუტგარტის" მთავარი მწვრთნელი) -"ვულოცავ "ბავარიას" ამ გამარჯვებას! თამაშში მძიმედ შევედით და მალევე მივიღეთ გოლი საკუთარ ბადეში. ამის შემდეგ ჩვენ საჭირო რეაქცია გამოვავლინეთ და გუნდური თამაშის დემონსტრირება დავიწყეთ. გავათანაბრეთ ანგარიში, დონის კი 100 % იანი მომენტი ჰქონდა იმისათვის, რომ მიმდინარე რეზულტატი 2-1 დაეფიქსირებინა. მიუნხენში, როგორც წესი, ბევრი მომენტი არ გექმნება, სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედო ეფექტურად. დღეს ჩვენ ეს ვერ შევძელით. შეხვედრის დასკვნით ფაზაში "ბავარიელებმა" საკუთარი უმაღლესი კლასის რეალიზება მოახდინეს. მათ წინააღმდეგ თავის დაცვა რთული იყო, ამიტომაც დავმარცხდით."

კრის გინტერი ("შტუტგარტის" კაპიტანი) - "თუ გსურს მიუნხენში ქულას გამჰოკრა ხელი, მაშინ შენი გუნდი საათივით აწყობილი უნდა იყოს. პირველ ტაიმში ბევრი რამ შევძელით, ამის შემდეგ გვქონდა შანსი დაწინაურებისა, ცოტა მოგვიანებით კი შეგვეძლო ანგარიში 2-2 გაგვეხადა. რომ შევაჯამოთ, დამსახურებულად დავმარცხდით. იყო პოზიტიური მომენტებიც, რომელთა შენარჩუნებაც გვმართებს, რათა ისინი წარმატებით გამოვიყენოთ შემდეგ ორთაბრძოლებში."
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..