» » მაურიციო სარი : კალუმი ჩვენთან რჩება!

მაურიციო სარი : კალუმი ჩვენთან რჩება!

30-01-2019, 13:39 -ss- სიახლეები 0

მაურიციო სარი : კალუმი ჩვენთან რჩება!
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი, კალუმ ჰადსონ-ოდოის შესახებ საუბრობს. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, 60 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ზემოხსენებული ფეხბურთელი არსად წასვლას არ აპირებს და ასპარეზობას ლონდონური კლუბის რიგებში განაგრძობს. როგორც მოგეხსენებათ 18 წლის ფეხბურთელის გადაბირებით მიუნხენის "ბაიერნი" იყო დაინტერესებული. გერმანელებმა ოფიციალური შეთავაზებაც კი გაუკეთეს "არისტოკრატებს" მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

"კლუბმა შემატყობინა, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, კალუმი არსად არ წავა და ჩვენთან დარჩება, გარდა ამისა არის დიდი ალბათობა, რომ იგი მომავალ სატრანსფერო პერიოდშიც არ დატოვებს გუნდს. მე ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. მომწონს მისი თამაში. იგი სულ უფრო უმატებს. ჰადსონ-ოდოი ეს ჩვენი კლუბის და ინგლისური ფეხბურთის მომავალია. მოედანზე ის შესანიშნავად მუშაობს, როგორც ვარჯიშის განმავლობაში, ისე კონკრეტულ შეხვედრებში."

"საქმე ეხება ერთ-ერთ საუკეთესო 18 წლის მოთამაშეს მთელი ევროპის მასშტაბით. ასე, რომ მისი შენარჩუნება რთულია, თუმცა როგორც აღვნიშნე კლუბმა განმიცხადა, რომ ახლა იგი არსად არ წავა, ასევე არ არის გამორიცხული ივლისის თვეშიც არ გაიყიდოს. არ ვიცი იგი კმაყოფილია თუ არა ამით, მაგრამ შემიძლია ვთქვა ის რასაც ვხედავ მოედანზე. იქ კი ახლა იგი ფანტასტიურად ასპარეზობს."-ციტირებს ლონდონის "ჩელსის" პრეს-სამსახური მაურიციო სარის სიტყვებს.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..