» » FCB: ვაგნერი ასპარეზობას ჩინეთში განაგრძობს

FCB: ვაგნერი ასპარეზობას ჩინეთში განაგრძობს

30-01-2019, 14:15 -ss- სიახლეები / ტრანსფერები 0

FCB: ვაგნერი ასპარეზობას ჩინეთში განაგრძობს
მიუნხენის "ბაიერნი" ოფიციალურად ადასტურებს ფაქტს, იმის შესახებ, რომ სანდრო ვაგნერი ასპარეზობას ჩინეთში განაგრძობს, კერძოდ კი კლუბ "ტიანძინ ტიედაში". როგორც მიუნხენური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა აღნიშნა, ვაგნერი თავად იყო დაიტერესებული შორეულ აღმოსავლეთში ასპარეზობის გაგრძელებით და ხელმძღვანელობამ მისი თხოვნა გაითვალისწინა.


"სანდრომ მოგვმართა თხოვნით, რომ გაგვენთავისუფლებინა იგი საკონტრაქტო ვალდებულებებისგან. მას ჰქონდა ძალიან მიმზიდველი შეთავაზება ჩინეთიდან და ჩვენ დავაკმაყოფილეთ მისი სურვილი. გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება სანდროს მიმართ, "ბავარიაში" ჩატარებული თამაშების გამო, ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს და მომავალ წარმატებებს ჩინეთში."-ციტირებს ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებს "რეკორდმაისტერის" პრეს-სამსახური.

შეგახსენებთ, მიმდინარე საფეხბურთო სეზონში 31 წლის შემტევმა 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა შედეგიანობით ვერ გამოირჩა. მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში ვაგნერი 2017 წელს "ჰოფენჰაიმიდან" ჩაირიცხა. იმ პერიოდში ფეხბურთელთან 4 წლიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..