» » კოვაჩი : ამ ეტაპზე ფეხბურთელების დამატებას არ ვგეგმავთ

კოვაჩი : ამ ეტაპზე ფეხბურთელების დამატებას არ ვგეგმავთ

1-02-2019, 12:30 -ss- სიახლეები 0

კოვაჩი : ამ ეტაპზე  ფეხბურთელების დამატებას არ ვგეგმავთ
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, სატრანსფერო საკითხებთან დაკავშირებით მორიგ კომენტარს აკეთებს. 47 წლის სპეციალისტის განცხადებით, მოცემულ მომენტში "რეკორდმაისტერი" ფეხბურთელების ნაკლებობას არ განიცდის და იგი უახლოეს მომავალში ტრანსფერების განხორციელების აუცილებლობას ვერ ხედავს.


"გასაგებია, რომ სხვა კლუბებს არ აქვთ სურვილი, დაემშვიდობონ თავიანთ რიგებში მოასპარეზე კარგ ფეხბურთელებს. ამჟამად ჩვენი შემადგენლობა საკმაოდ დიდია და ამასთან ამ მოთამაშეების უდიდესი ნაწილი სათანადო ფორმაში იმყოფება. ფრანკ რიბერიმ და არიენ რობენმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს, ასე რომ მე ყველა ვარიანტში მომიწევს რამდენიმე ფეხბურთელის განაცხადს მიღმა დატოვება. ვერ ვხდეავ საჭიროებას დამატებით შევიძინოთ ფეხბურთელები. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, რომელიც შესანიშნავი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. სწორედ მათ გამოვიყენებთ მიმდინარე სეზონის ბოლომდე."-ციტირებს გამოცემა Sky Sports ნიკო კოვაჩის სიტყვებს.

როგორც გამოცემა Sport Bild იუწყება მიუნხენის "ბაიერნი" სატრანსფერო გააქტიურებას ზაფხულის პერიოდში გეგმავს. წყაროს მტკიცებით "ბავარია" 250 მილიონ ევროს გაიღებს სასურველი ფეხბურთელების შესაძენად. სახელდება კონკრეტული გვარებიც : კალუმ ჰადსონ-ოდოი, ლუკა ერნანდესი, ტიმო ვერნერი და კაი ჰავერცი.

წყარო 2
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..