» » კოვაჩი : რთული შეხვედრა გველის

კოვაჩი : რთული შეხვედრა გველის

2-02-2019, 11:43
064
შაბათს 2 თებერვალს, გერმანიის ჩემპიონატის მე-20 ტურის ეგიდით მიუნხენის "ბაიერნი", ლევერკუზენის "ბაიერს" ეწვევა. მიუნხენური გრანდის თავკაცი ნიკო კოვაჩი მოახლოებულ ორთაბრძოლას აფასებს და აღნიშნავს, რომ მის გუნდს წინ რთული შეხვედრა ელის. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიასთან" არსებულ საჩემპიონო პაექრობას ეხებოდა, 47 წლის სპეციალისტმა შემდეგი შინაარსის პასუხი გასცა.


"ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამშზე შეგვიძლია ზეგავლენის მოხდენა. ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება გვმართებს. ვფიქრობ, რომ "ლევერკუზენი" ნამდვილად კარგი გუნდია. პეტერ ბოშის ხელმძღვანელობით გუნდმა უფრო შემტევი თამაშის დემონსტრირება დაიწყო, ისინი ახლა უფრო კომპაქტურები არიან და კარგად თამაშობენ პრესინგსაც. რთული შეხვედრა იქნება. უქმეებზე ნამდვილი ბრძოლა გველის, აუცილებელია ფრთხილად მოქმედება და რა თქმა უნდა, მარტივი შეცდომებისგან თავის არიდება გვმართებს. იმ შემთხვევაში თუ ბურთს დავკარგავთ, მყისიერად უნდა მოვახდინოთ რეაგირება, სხვაგვარად უბრალოდ გადაგვიფრენენ როგორც ფუტკრები."

მეტოქე გუნდის თავკაცი პეტერ ბოში, მიუნხენის "ბაიერნს" დიდი პატივისცემით შეჰყურებს. "მათ კარგი გუნდი ჰყავთ, ისევე როგორც ჩვენ. ერთმანეთს უპირისპირდება ორი კლუბი, რომელთაც შეუძლიათ შემტევი ფეხბურთის თამაში. მაყურებლებისათვის ეს ყოველთვის კარგი სანახაობაა. ჩვენ მაღალ დონეზე ვიმყოფებით, თუმცა როდესაც "ბავარიის" წინააღმდეგ ასპარეზობ, ამ დროს უმაღლესი ოსტატობა გმართებს, ისინი მხოლოდ გამარჯვებისათვის იბრძვიან"-აღნიშნა გამოცდილმა სპეციალისტმა.

გარდა ზემოაღნიშნული საკითხისა, ვრცელდება ერთი სამწუხარო სიახლე "რეკორდმაისტერის" ბანაკიდან. მიუნხენელთა კარის დარაჯმა მანუელ ნოიერმა ვარჯიშის დროს მარჯვენა ხელი დაიზიანა და ლევერკუზენის "ბაიერთან" გასამართ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ზემოხსენებული შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

წყარო 2
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..