» » Four-Four-Two : რუმენიგე კალუმ ჰადსონ-ოდოის შესახებ საუბრობს

Four-Four-Two : რუმენიგე კალუმ ჰადსონ-ოდოის შესახებ საუბრობს

2-02-2019, 12:09 -ss- სიახლეები 0

Four-Four-Two : რუმენიგე კალუმ ჰადსონ-ოდოის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, გამოცემა Four-Four-Two-სთან მიცემულ ინტერვიუში კალუმ ჰადსონ-ოდოის შესახებ საუბრობს. "ბავარიელთა" ხელმძღვანელის განცხადებით კალუმის შეძენით "რეკორდმაისტერი" ნამდვილად იყო დაინტერესებული და ამ საკითხს მომავალში აუცილებლად მიუბრუნდებიან.



"ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის შეძენაც ჰასან სალიჰამიჯიჩს იანვრის თვეში სურდა, ეს კალუმ ჰადსონ-ოდოია ლონდონის "ჩელსიდან". ის ფაქტიურად შეყვარებული იყო ამ ფეხბურთელზე და მის პროფესიონალურ მახასიათებლებზე. ყველა სხვა სატრანსფერო ისტორიები უბრალოდ ჭორი იყო. თუმცა ეს თემა სამომავლო საკითხად რჩება. ამასთან დაკავშირებით უახლოეს თვეებში ჩამოვყალიბდებით და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას."

"პირადპირ გეტყვით, ლონდონის "ჩელსი" უკმაყოფილო იყო იმით, რომ ჩვენ ღია ინტერესი გამოვხატეთ ჰადსონ-ოდოის მისამართით. ჩვენ ვალდებულები ვიყავით ერთგვარი სიგნალი მიგვეცა ახალგაზრდა ფეხბურთელისათვის. მასთან პირადი კონტაქტი არ შემდგარა, ეს აკრძალულია. ასეთი რამ ვერ დაიმალებოდა. ჩვენ დავაფიქსირეთ სიგნალი, რომ "ბავარია" უაღრესად დაინტერესებულია ფეხბურთელით."

"რაც შეეხება ვაგნერს, სანდრომ მოგვმართა თხოვნით, რომ გაგვეშვა იგი, ვინაიდან ჩინეთიდან შემოთავაზება მიიღო, უზარმაზარი ხელფასის ოდენობით. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი ნიკო კოვაჩთან და გადავწყვიტეთ, რომ თომას მიულერის და სერჟ გნაბრის სახით ალტერნატივა გვყავდა. გარდა ამისა ლევანდოვსკის ტრავმა არ მიუღია 2014 წლის შემდეგ."-ციტირებს გამოცემა Four-Four-Two რუმენიგეს სიტყვებს.

წყარო 2
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..