
ლევერკუზენში ჩატარებული მატჩის შემდეგ „ბავარიელთა“ რიგებში 1:3 ანგარიშით წაგებით ყველანი იმედგაცრუებულნი იყვნენ. „ჩვენ არ უნდა წაგვეგო, მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო. 1-ელ ტაიმში ყველა მომენტი რეალიზაციაში რომ მოგვეყვანა მატჩის ბედს გადავწყვიტავდით“, - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა.
მატჩის შემდგომი კომენტარები
ნიკო კოვაჩი: „ანგარიში არ შეესაბამება იმას რაც მოედანზე იყო. თამაში მეტად ინტენსიური გახლდათ. 1-ელ ტაიმში ჩვენ კარგად ვასპარეზობდით, „ბაიერს“ თითქმის არაფერი არ უჩვენებია. ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა ყველა საკითხი. ამ მატჩში ჩვენ არ უნდა წაგვეგო, ის ფრედ უნდა დასრულებულიყო. „ბაიერის“ ფეხბურთელებმა სულ 4 დარტყმა განახორციელეს და 3 გოლი გაიტანეს. გვსურდა კომპაქტურად განვთავსებულიყავით, მაგრამ ამ კომპონენტში რამოდენიმე შეცდომა დავუშვით“.
თომას მიულერი: „პირველივე წუთებიდან თამაში მეტად ინტენსიური გახლდათ. ვიცოდით თუ რა გველოდა. კარგი მომენტები გვქონდა და შესვენებაზე 1:0 ანგარიშით გავედით. სტანდარტულიდან 1-ლი გოლი გავუშვით. მე-2 ტაიმში თამაში მეტად ქაოტური იყო“.
პეტერ ბოში: („ბაიერის“ მწვრთნელი): „გულშემატკივართათვის ეს საინტერესო მატჩი იყო. ორივე გუნდს მოგება სურდა, ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. ადვილი არ ყოფილა ჩვენთვის. გაშვებული გოლის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო თავი მაღლა აგვეწია და თამაში გაგვეგრძელებინა. მე-2 ტაიმში ჩემმა ფეხბურთელებმა თამამი ფეხბურთი შემოგვთავაზეს და მთლიანობაში ძალიან კარგად მოქმედებდნენ“.
იულიან ბრანდტი: ეს ემოციონალური მატჩი გახლდათ. მე სრულიად ქანცგაწყვეტილი ვარ, რადგან ბევრი სირბილი მომიწია. „ბავარია“ - ძალიან, ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ დღეს ჩვენ ერთ დონეზე ვიყავით“.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.