» » გორეცკა : მომწონს როდესაც წნეხის ქვეშ ვექცევი

გორეცკა : მომწონს როდესაც წნეხის ქვეშ ვექცევი

5-02-2019, 12:45 -ss- სიახლეები 0

გორეცკა : მომწონს როდესაც წნეხის ქვეშ ვექცევი
ლევერკუზენის "ბაიერთან" განცდილი მარცხი სათანადოდ გაანალიზებულია და უკვე წარსულს ჩაბარდა. მიუხედავად ზამთრის სუსხიანი ამინდისა, ორშაბათს დილით "ბავარიელები" მაინც კარგი განწყობით შეუდგნენ ვარჯიშს. მათ წინ გერმანიის თასის 1/8 ფინალური ორთაბრძოლა ელით ბერლინის "ჰერტას" წინააღმდეგ. შეხვედრა ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს.


"ბაიერთან" გამართული მატჩი წარსულში უნდა დავტოვოთ და მომავლისკენ გავიხედოთ. ეს შეხვედრა დეტალურად გავარჩიეთ."-აცხადებდა ჟურნალისტებთან საუბრისას ლეონ გორეცკა. "ბავარიელები" ამჟამად მხოლოდ ბერლინის "ჰერტასთან" მოახლოებულ სათასო ორთაბრძოლაზე ფიქრობენ. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში მიუნხენის "ბაიერნი" ზედიზედ მეთერთმეტედ მოიპოვებს 1/4 ფინალში ასპარეზობის უფლებას.


პაუზა რობერტ ლევანდოვსკისთვის


ან მარცხი ან ბრძოლის გაგრძელება - ლეონ გორეცკასათვის აღნიშნული წნეხი სავსებით მისაღებია. "მე მომწონს, როდესაც ზეწოლას განვიცდი. ეს სწორედ ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მიუნხენის "ბაიერნში" გადმოვედი. მსგავს მოცემულობაში შენ უფრო ეკეთესი ხდები, რა თქმა უნდა, თუ სწორად მიუდგები. ზუსტად ასეთი შეხვედრა გველის ოთხშაბათს. უბედნიერესი ვარ, როდესაც გატანილი გოლით ვეხმარები გუნდს, ამავე განწყობით მსურს გაგრძელება"-გააზიარა საკუთარი პოზიცია გორეცკამ.

გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მოხარულია იმითაც, რომ საერთო ჯგუფს დაუბრუნდნენ ტიაგო ალკანტარა, არიენ რობენი და ფრანკ რიბერი. "ეს მოთამაშეები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესები არიან. ისინი ხარისხს გვმატებენ, ეს კი აუცილებლად დაგვჭირდება მომავალი კვირეების განმავლობაში." რაც შეეხება მიუნხენური კლუბის პოლონელ გოლიადორს რობერტ ლევანდოვსკის, იგი ინდივიდუალური პროგრამით, ფიტნეს-დარბაზში მუშაობდა.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..