» » Sport Bild : პავარი მიუნხენის "ბაიერნის" შესახებ საუბრობს

Sport Bild : პავარი მიუნხენის "ბაიერნის" შესახებ საუბრობს

5-02-2019, 13:05 -ss- სიახლეები 0 46

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტის" უკანახაზელი ბენჟამენ პავარი, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში მიუნხენის "ბაიერნის" შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, მომავალ ზაფხულს ახლაგაზრდა ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება "რეკორდმაისტერის" წევრი.


"გასულ საფეხბურთო სეზონში, იყო ერთი განსაკუთრებული მომენტი, როდესაც "შტუტგარტის" შემადგენლობაში მყოფი, "ალიანც არენაზე" კორიდორში ვიდექი. ვუყურებდი "ბავარიელ" ფეხბურთელებს და ვგრძნობდი არსებულ ატმოსფეროს. სწორედ მაშინ გავიფიქრე, რომ მსურდა ოდესღაც იქ მეასპარეზა."

"დიახ შემეძლო სხვა ჩემპიონატში გადასვლა, თუმცა ამ პროცესს მხოლოდ ფულის ჭრილში არ ვუყურებდი. მე მომწონს გერმანია, აქაური მენტალიტეტი და ბუნდესლიგა. ასე რომ გადავწყვიტე აქ დავრჩენილიყავი. როდესაც წინადადება მიუნხენის "ბაიერნიდან" მივიღე ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ. "ბავარია" -მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. მსურს გავაგრძელო მისი ისტორია და მასთან ერთად დავეუფლო ბევრ ტიტულს. ამ გუნდს აქვს კარგი შანსი უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგების." - ციტირებს გამოცემა Sport Bild ბენჟამენ პავარის სიტყვებს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..