» » Sport Bild : უილსონ როდრიგესი შვილის შესახებ საუბრობს

Sport Bild : უილსონ როდრიგესი შვილის შესახებ საუბრობს

6-02-2019, 12:56 -ss- სიახლეები 0 35

კოლუმბიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველის ხამეს როდრიგესის მამა, უილსონ როდრიგესი, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში საკუთარი შვილის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით ხამესი რთულ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება, რადგანაც მას ხშირად სათადარიგო სკამზე უწევს ყოფნა. უილსონმა ტურინის "იუვენტუსის" ინტერესზეც გაამახვილა ყურადღება.

"მოცემულ მომენტში იგი ძალიან მშვიდია, ბევრს არ საუბრობს და არც მხიარულობა ემჩნევა. რაც შეეხება ტურინის "იუვენტუსს", თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რას წარმოადგენს ამჟამად იტალიური ფეხბურთი, ეს კარგი ვარიანტი უნდა იყოს. კარლო ანჩელოტი და იუპ ჰაინკესი ხამესს ათამაშებდნენ იქ სადაც მისი ადგილია. ტოპ-ფეხბურთელი მოედანზე უნდა ასპარეზობდეს! აუცილებელია მისი ძლიერი მხარეების გამოყენება. ჩვენ ყოველთვის დამწუხრებულები ვართ, როდესაც იგი სათადარიგო სკამზე რჩება. სწორედ ამგვარად რეაგირებს მთელი კოლუმბია."-ციტირებს გამოცემა Sport Bild უილსონ როდრიგესის სიტყვებს.

ძირითადი თერთმეტეულის რიგებში, საკუთარი ადგილის დაკარგვით უკმაყოფილოა ჟერომ ბოატენგიც. გამოცემა TZ-სთან საუბრისას მან შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა - "ამჟამად სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვხვდები და ჩემთვის მსგავსი მოცემულობა, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ფეხბურთი არ არის ყოველთვის სამართლიანი. მიუხედავად ამისა შენ მუდამ უნდა იბრძოლა დასახული მიზნისათვის. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში მრავალჯერ ვყოფილვარ რთულ სიტუაციაში და ყოველთვის ვახერხებდი მისგან, კიდევ უფრო ძლიერს დამეღწია თავი."

წყარო 2
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..