» » ხამესი : ახლა მხოლოდ "ბავარიაზე" ვფიქრობ

ხამესი : ახლა მხოლოდ "ბავარიაზე" ვფიქრობ

7-02-2019, 14:06 -ss- სიახლეები 0 30

მიუნხენის "ბაიერნის" კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტრევიუში, ნიკო კოვაჩის შესახებ საუბრობს. ფეხბურთელის განცხადებით მათ ერთმანეთთან ისეთი ურთიერთობა აქვთ, როგორც ეს ნამდვილ პროფესიონალებს შეეფერებათ.



"მე და ნიკო კოვაჩი პროფესიონალები ვართ. ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა გვაკავშირებს, ისეთი როგორიც უნდა არსებობდეს მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის. ვინარჩუნებ სიმშვიდეს და ვაგრძელებ გულმოდგინე მუშაობას. მოქმედი კონტრაქტის თანახმად მე ჯერ კიდევ 4 თვე მაქვს დარჩენილი, ამჟამად მხოლოდ ბავარიაზე ვფიქრობ" -ციტირებს ხამეს როდრიგესის სიტყვებს გამოცემა Bild

შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ ხამესის მამა უილსონ როდრიგესი, გამოცემა Sport Bild-თან საუბრისას შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა: "მოცემულ მომენტში იგი ძალიან მშვიდია, ბევრს არ საუბრობს და არც მხიარულობა ემჩნევა. რაც შეეხება ტურინის "იუვენტუსს", თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რას წარმოადგენს ამჟამად იტალიური ფეხბურთი, ეს კარგი ვარიანტი უნდა იყოს. კარლო ანჩელოტი და იუპ ჰაინკესი ხამესს ათამაშებდნენ იქ სადაც მისი ადგილია. ტოპ-ფეხბურთელი მოედანზე უნდა ასპარეზობდეს! აუცილებელია მისი ძლიერი მხარეების გამოყენება. ჩვენ ყოველთვის დამწუხრებულები ვართ, როდესაც იგი სათადარიგო სკამზე რჩება. სწორედ ამგვარად რეაგირებს მთელი კოლუმბია."

წყარო 2
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..