» » კომენტარები : "აუგსბურგი" 2 - 3 "ბაიერნი"

კომენტარები : "აუგსბურგი" 2 - 3 "ბაიერნი"

16-02-2019, 14:50 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

კომენტარები :
პარასკევს, 15 თებერვალს გერმანიის ჩემპიონატის 22-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" საფეხბურთო კლუბ "აუგსბურგს" ეწვია და მორიგი სამი ქულის მოპოვება შეძლო. შეხვედრა უხვგოლიანი აღმოჩნდა, "რეკორდმაისტერმა" ანგარიშით 2-3 იმარჯვა. წარმოგიდგენთ მატჩის დასრულების შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.



ნიკო კოვაჩი -"თამაშში ცუდად შევედით. არც კი მახსოვს, გუნდმა ასე სწრაფად, გოლი ბოლოს როდის გაუშვა. ეს ძალიან არასასიამოვნო იყო. თუმცა ჩვენ მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ, შეხვედრის მეორე ნახევარში მატჩის მსვლელობას უკეთ ვაკონტროლებდით. მთლიანობაში ეს დამსახურებული გამარჯვებაა. შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელი უკვე "ლივერპულთან" გასამართ მატჩზე ფიქრობდა, რაც რა თქმა უნდა, კარგი არ არის, თუმცა შემიძლია მათ გავუგო."

მანუელ ნოიერი -"ჩვენი მიზანი იყო თავი კარგად დაგვეცვა და კარები მშრალად შეგვენახა. სამწუხაროდ ამის გაკეთება ვერ შევძელით. თავს ცუდად არ ვიცავდით, თუმცა ორჯერ ცივი წყალი გადაგვასხეს, როდესაც ფლანგებიდან ჩაწოდებები განხორციელდა."

მანუელ ბაუმი ("აუგსბურგის" მთავარი მწვრთნელი) - "მთლიანობაში ჩვენ ცარიელი ხელებით დავრჩით. მიუხედავად ამისა უნდა აღვნიშნო, რომ ბიჭებმა ძალა არ დაიშურეს. ჩვენმა ახალგაზრდა გუნდმა საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი გაიღო და "ბავარიას" ცხოვრება გაურთულა. ქედს ვიხრი მათ წინაშე."

მიხაელ გრეგორიჩი ("აუგსბურგის" ნახევარმცველი) - "როდესაც "აუგსბურგში" თამაშობ, აუცილებელია თითოეული შანსისათვის იბრძოლო. დღეს ჩვენ ეს შევძელით ძალიან, ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. ვწუხვარ, რომ მოედანი უქულოთ დავტოვეთ. არ გაგვიმართლა, როდესაც შესვენებამდე გოლი მივიღეთ. შეხვედრის ბოლოს მოვუმატეთ, თუმცა მომენტების შექმნას ვერ ვახერხებდით."
0

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.