» » Bild : სალიჰამიჯიჩი უკმაყოფილოა

Bild : სალიჰამიჯიჩი უკმაყოფილოა

16-02-2019, 16:54 -ss- სიახლეები 0

Bild : სალიჰამიჯიჩი უკმაყოფილოა
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, ბუნდესლიგის 22-ე ტურში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, "ბავარიელებმა" დაძაბულ ორთაბრძოლაში "აუგსბურგს" ანგარიშით 2-3 სძლიეს, თუმცა ზემოხსენებული სპეციალისტი საკუთარი გუნდის მოქმედებით, უკმაყოფილო დარჩა.


"ეს არ იყო მიუნხენის "ბაიერნის" საუკეთესო თამაში. დაუშვებელია ამდენი გოლის მიღება. აუცილებელია ამ ყველაფერს წერტილი დაესვას. რიგ შემთხვევებში, "ბაიერნის" ფეხბურთელებში საჭირო კონცენტრაციის ნაკლებობა შეინიშნებოდა. რა თქმა უნდა, ახლა გონებაში ყველა "ლივერპულთან" მოახლოებულ პაექრობაზე ფიქრობს. თითოეული ფეხბურთელი ფრთხილობდა, მათ არ სურდათ რაიმე სახის ტრავმა მიეღოთ, ამგვარი მნიშვნელოვანი მატჩის წინ. აუცილებელია მომავალ ორთაბრძოლებში, დაცვაში უფრო დალაგებულად ვიასპარეზოდ."

"დაუშვებელია, იმ შეცდომების გამეორება "ლივერპულთან", რაც "აუგსბურგთან" მატჩის დროს ვიხილეთ. თუ ჩვენ ლივერპულის ფეხბურთელებს თავისუფალ სივრცეს დავუთმობთ, განსაკუთრებით სალაჰს, მანეს და ფირმინოს, მაშინ ყოველ წუთს დიდი საშიშროების წინაშე დავდგებით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თითოეული ფეხბურთელი მოქმედებდეს პასუხისმგებლობით და დისციპლინირებულად."-ეს კი "რეკორდმაისტერის" ხორვატი მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის სიტყვებია.

წყარო 2
1

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.