» » ლეგენდების დაპირისპირება : მანჩესტერ "იუნაიტედი" - მიუნხენის "ბაიერნი"

ლეგენდების დაპირისპირება : მანჩესტერ "იუნაიტედი" - მიუნხენის "ბაიერნი"

17-02-2019, 14:35 -ss- სიახლეები 0

ლეგენდების დაპირისპირება : მანჩესტერ
ეს მარცხი მიუნხენის "ბაიერნისათვის" ყველაზე გულდასაწყვეტი იყო, ამ კლუბის არსებობის მანძილზე, მანჩესტერ "იუნაიტედისთვის" კი პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამარჯვება. საქმე ეხება უეფას ჩემპიონთა ლიგის 1999 წლის ფინალს, რომელიც ქალაქ ბარსელონაში გაიმართა. იმ მატჩში ანგარიშის გახსნა "ბავარიამ" მოახერხა, ტიტულის მოპოვებამდე სულ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც მანჩესტერელებმა არამხოლოდ გათანაბრება შეძლეს, არამედ ძირითად დროშივე მიაღწიეს ნანატრ გამარჯვებას. იმ სეზონში ინგლისელებმა ისტორიული ტრიპლეტი გაიფორმეს.

ზუსტად 20 წლის თავზე, 2019 წლის 26 მაისს "ოლდ ტრაფორდზე" შედგება ლეგენდების დაპირისპირება, მანჩესტერ "იუნაიტედის" და მიუნხენის "ბაიერნის" შესრულებით. ამ მატჩით მიღებული ფინანსური სარგო კი მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისათვის დაიხარჯება.

"რა თქმა უნდა, ეს ბრწყინვალე ღონისძიება არის, ამ ყველაფერს სულმოუთმენლად ველით."-აღნიშნა მიუნხენური კლუბის ლეგენდარულმა კაპიტანმა ლოთარ მათეუსმა, რომელიც ჯოვანი ელბერისთან ერთად აუცილებლად მიიღებს ამ ორთაბრძოლაში მონაწილეობას. შეგახსენებთ, ელბერმა 1999 წლის ფინალი მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა, ასე რომ იგი მოახლოებულ დაპირისპირებას განსაკუთრებით ელის. "ამ ბრწყინვალე სტადიონზე დიდი სიამოვნებით გავალ სათამაშოდ."-განაცხადა ბრაზილიელმა ვეტერანმა.

ხსენებულ პაექრობაში, მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში, ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი მოგვევლინება. "მე სულმოუთმენლად ველი ამ განსაკუთრებულ დღეს, ეს მატჩი კარგი შესაძლებლობაა ვიხილო ჩემი ძველი მეგობრები, ასევე მნიშვნელოვანია საქველმოქმედო მხარდაჭერაც."-განაცხადა სერ ალექსმა.
1

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.