» » Sky Sports : ჯანფრანკო ძოლა ჰადსონ-ოდოის შესახებ საუბრობს

Sky Sports : ჯანფრანკო ძოლა ჰადსონ-ოდოის შესახებ საუბრობს

17-02-2019, 15:08 -ss- სიახლეები 0

Sky Sports : ჯანფრანკო ძოლა ჰადსონ-ოდოის შესახებ საუბრობს
ლონდონის "ჩელსის" 18 წლის შემტევის, კალუმ ჰადსონ-ოდოის შესახებ, კომენტარი გააკეთა ამ კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ჯანფრანკო ძოლამ. გამოცემა Sky Sports-თან მიცემულ ინტერვიუში ძოლამ აღნიშნა, რომ კალუმს საასპარეზოდ საკმარისი დრო ეძლევა და მას ბრწყინვალე მომავალი ელის "არისტოკრატთა" რიგებში.



"ბოდიში, მაგრამ არ ვფიქრობ რომ კალუმ ჰადსონ-ოდოის მცირე დრო ეძლევა საასპარეზოდ. როგორც კი ამის შესაძლებლობა იქმნება, იგი მოედანზე გადის. გარკვეულ შემთხვევებში სასტარტო თერთმეტეულშიც კი არის წარმოდგენილი. მთავარი მწვრთნელი მას აძლევს საკმარის შესაძლებლობას საიმისოდ, რომ მან იგრძნოს თავი კლუბისათვის საჭირო ფეხბურთელად. ევროპის წამყვან გუნდებში, არც თუ ისე ბევრი ფეხბურთელია 18 წლის ასაკის, რომელთაც ამდენი სათამაშო დრო ეთმობათ. გარდა ამისა ჩვენ მას ვაფასებთ და გვწამს მისი პროგრესის. კალუმს ბრწყინვალე მომავალი ელის "ჩელსის" რიგებში. იგი მოსწონს უკლებლივ ყველა სამწვრთნელო შტაბის წევრს. უნდა გესმოდეთ, რომ ამ ფეხბურთელის ირგვლივ შესანიშნავი მოთამაშეებია და მას გულმოდგინე მუშაობა მართებს იმისთვის, რომ იყოს საუკეთესო."- ციტირებს ძოლას სიტყვებს გამოცემა Sky Sports.

შეგახსენებთ, კალუმ ჰადსონ-ოდოის მიმართ დაინტერესებას იჩენს მიუნხენის "ბაიერნი". ეს ფაქტი დაადასტურა როგორც ჰასან სალიჰამიჯიჩმა, ისე კარლ-ჰაინც რუმენიგემ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ხსენებული ტრანსფერის განხორციელება "არისტოკრატების" პოზიციის გამო, ვერ ხერხდება.
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..