» » The Guardian : რობენი "ლივერპულთან" მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა

The Guardian : რობენი "ლივერპულთან" მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა

17-02-2019, 15:45 -ss- სიახლეები 0

The Guardian : რობენი
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით საფეხბურთო კლუბ "ლივერპულთან" მოახლოებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. საუბრისას ვეტერანმა ჰოლანდიელმა აღნიშნა, რომ საასპარეზოდ "ენფილდი" ყველაზე არასასურველ სტადიონად მიაჩნია.


"თუ მეკითხებით, რომელი არის ყველაზე ცუდი სტადიონი, დავასახელებდი "ლივერპულის" არენას. ყოველთვის არიან სასურველი მეტოქეები და ამასთან ისეთებიც, რომელთან ორთაბრძოლაც არ გსურს. როდესაც "ჩელსის" რიგებში ვასპარეზობდი, მაშინ "ლივერპული" სერიოზული ოპონენტი იყო სათასო შეხვედრებში. ერთ ან ორ მატჩში ამ გუნდს შეეძლო ძალიან ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება. ეს იყო მათი მთავარი უპირატესობა. ვფიქრობ, ახლა ყველაფერი კარდინალურად შეცვლილია. "ლივერპული" კარგად პროგრესირებს. ამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია. გასულ წელს მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშეს, ახლა კი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ."-განაცხადა არიენ რობენმა გამოცემა The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ზემოხსენებული ორთაბრძოლა "ლივერპულსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის 19 თებერვალს "ენფილდზე" გაიმართება. საპასუხო მატჩი კი "აილანც არენაზე" 13 მარტს არის ჩანიშნული.
1

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.