» » "ბავარიელები" მოუთმენლად ელიან "ენფილდზე" თამაშს

"ბავარიელები" მოუთმენლად ელიან "ენფილდზე" თამაშს

18-02-2019, 11:47
088
ბარსელონა, მადრიდი, მანჩესტერი, მილანი, ლონდონი უახლოეს წარსულში ლისაბონი, ათენი და ამსტერდამი. მთელი ევროპის მასშტაბით, ალბათ არ მოიძებნება საფეხბურთო არენა, სადაც მიუნხენის "ბაიერნს" საკუთარი სავიზიტო ბარათი არ დაუტოვებია. მიუხედავად ზემოხსენებულისა "ენფილდ როუდზე" გერმანიის "რეკორდმაისტერს" ამ ბოლო პერიოდში არ უთამაშია. სამშაბათს, 19 თებერვალს ეს "ცარიელი გრაფაც" შეივსება. უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის ეგიდით "ბავარია" "ლივერპულს" ეწვევა.

"ამ შეხვედრას ყველა სულმოუთქმელად ელის"-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სერჟ გნაბრიმ, რომელმაც "ჰოფენჰაიმში" ასპარეზობის დროს "ენფილდზე" თამაში საკუთარ თავზე გამოცადა. "იქ განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს, მატჩის განმავლობაში წარმოუგენელ შეგრძნებას განიცდი."-დასძინა მან. "ბავარიელთა" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩიც დიდი მოლოდინით შეჰყურებს ამ ორთაბრძოლას: "ვიცით, რომ "ენფილდ როუდზე" არაერთი დიდებული საღამო შემდგარა. იმედს ვიტოვებთ, ჩვენიც ასეთი იქნება."

"ენფილდის" მშენებლობა 1884 წელს დასრულდა და თავდაპირველად იგი "ევერტონის" საშინაო არენა გახლდათ. 1892 წელს ხსენებულმა გუნდმა "გუდისონ პარკზე" დაიდო ბინა. ამ მომენტიდან მცირე დროის შემდეგ კი ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი "ლივერპული" რომლისთვისაც "ენფილდი" უკვე მშობლიურ არენას წარმოადგენდა.

მოედანი ერთ-ერთ საცხოვრებელ კვარტალში მდებარეობს, რომელთანაც იგი "დასახელებას" იყოფს. ბოლო სარეკოსნტრუქციო სამუშაოები 2015 წელს დასრულდა. აქ წარმოდგენილია ოთხი ტრიბუნა : "Main Stand" , "Anfield Road Stand" , "Kenny Dalglish Stand" და "the Kop"-ი. მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი არენა 54 073 გულშემატკივარს იტევს. ამ მონაცემებით "ენფილდი" სიდიდით მეექვსე ადგილზეა ინგლისში.

"ენფილდი" ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ატმოსფერულ მოედნად მთელ მსოფლიოში. 60-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, თითოეული ორთაბრძოლის დაწყებამდე სრულდება საქვეყნოდ ცნობილი სიმღერა "You'll never walk alone". ამ "ჰიმნის" შესრულების დროს თითოეულ ქომაგს და ფეხბურთელს განსაკუთრებული გრძნობა ეუფლება. "მსოფლიოს არაერთ არენაზე მითამაშია, მაგრამ არაფერი შეედრება ლივერპულთან ორთაბრძოლას"- ეს ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის, ტიერი ანრის სიტყვებია.

"ბავარიელები" მოუთმენლად ელიან "ენფილდზე" თამაშს


გასახდელიდან გაზონამდე გასავლელი მონაკვეთიც კი განსაკუთრებულია, ამ დროს ორივე გუნდს ერთმანეთთან მიზერული მანძილი აშორებს. 60-იან წლებში, ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა ბილ შენკლიმ, გასახდელისკენ მიმავალ გზაზე დაკიდა ფარი ლივერპულის ემბლემით და დაურთო წარწერა "ეს ენფილდია!". აღნიშნული ფაქტი უნდა გამხდარიყო ერთგვარ გაფრთხილებად, რომ მეტოქეს "ენფილდ როუდზე" არანაირი შანსი არ ექნება. ფეხბურთელები მწვანე საფარზე გასვლამდე სწორედ ამ ფარს ეხებიან, თვლიან რა იგი მათ წარმატებას მოუტანს.

გერმანული გუნდებისათვის ხსენებულ არენაზე თამაში კარგ მოგონებებს არ აღძრავს. 18 გამართული ორთაბრძოლიდან გერმანელბმა 15 დათმეს. მიუნხენის "ბაიერნმა" "ენფილდზე" სამჯერ გამართა ბრძოლა. 1970/1971, 1971, 1981 წლებში. მხარეები ორჯერ ფრეს დასჯერდნენ (0-0), ერთხელ კი შეხვედრა ბრიტანელების გამარჯვებით ანგარიშით 3-0 დასრულდა.

ბოლოს "ბავარიელებმა" აღნიშნულ მოედანზე 2018 წლის მარტში იასპარეზეს. მაშინ ეს საქველმოქმედო მატჩი ლეგენდების დაპირისპირებას წარმოადგენდა. 54 000 ქომაგი უშეღავათო ბრძოლის მომსწრე გახდა, შეხვედრა 5:5 დასრულდა. სამშაბთს ნიკო კოვაჩის შეგირდებს ექნებათ ისტორიული შანსი ამ ბრწყინვალე არენაზე გამარჯვებას მიაღწიონ.

"ბავარიელები" მოუთმენლად ელიან "ენფილდზე" თამაშს

"ბავარიელები" მოუთმენლად ელიან "ენფილდზე" თამაშს

"ბავარიელები" მოუთმენლად ელიან "ენფილდზე" თამაშს

"ბავარიელები" მოუთმენლად ელიან "ენფილდზე" თამაშს

"ბავარიელები" მოუთმენლად ელიან "ენფილდზე" თამაშს

"ბავარიელები" მოუთმენლად ელიან "ენფილდზე" თამაშს

"ბავარიელები" მოუთმენლად ელიან "ენფილდზე" თამაშს
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..