» » კომანმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა

კომანმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა

18-02-2019, 12:18
079
კვირა დღე მიუნხენში თბილი და მზიანი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ დილის ვარჯიში ორმაგად სასიამოვნო იყო. ნიკო კოვაჩს, გარდა შესანიშნავი ამინდისა, კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა სიხარულისთვის. კინგსლი კომანი, რომელმაც "აუგსბურგთან" მატჩის დროს ტრავმა მიიღო, თავს კარგად გრძნობს. ფრანგმა ნახევარმცველმა ინდივიდუალური პროგრამით ირბინა. ორშაბათს იგი გუნდთან ერთად გაფრინდება ლივერპულში. სამშაბათს კი უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი გაიმართება.

22 წლის შემტევი ჯერ ფიტნეს-დარბაზში მუშაობდა, შემდეგ კი სირბილს შეუდგა. "აუგსბურგთან" გამართული შეხვედრიდან ორი დღის თავზე, იგი კარგად გამოიყურება. ნიკო კოვაჩმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხსენებული ფეხბურთელი "ლივერპულთან" მოახლოებულ დაპირისპირებაში, განაცხადში იქნება წარმოდგენილი.


ბენეფისი აუგსბურგში


ის თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია კინგსლი კომანი საკუთარი გუნდისათვის, კიდევ ერთხელ ცხადყო ბავარიულმა დერბმა. ფრანგმა ნახევარმცველმა ორი გოლის გატანა მოახერხა (მე-17 და 45 წთ.) ამის შემდეგ კი საგოლე გადაცემა განახორციელა დავიდ ალაბას მისამართით (53-ე წ). შეხვედრის 71-ე წუთზე კომანს ჰეთრიკის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ "ჰერტასთან" გამართულ სათასო ორთაბრძოლაში, მან გადამწყვეტი გოლი გაიტანა (3:2), მაშინ უნდა ითქვას რომ იგი ბოლო 10 დღის განმავლობაში ორჯერ გახდა მატჩის გმირი.

"ყველა ხედავს, რომ იგი წამყვანი ფეხბურთელია. როდესაც ის ჯანმრთელად არის და ფორმაში იმყოფება, მაშინ მას უდიდესი წვლილი შეაქვს გუნდის თამაშში."-განაცხადა მატს ჰუმელსმა "აუგსბურგთან" მატჩის დასრულების შემდგომ. "მისი წყალობით ჩვენი თამაში სრულიად განსხვავებულ დინამიკას იძენს. მატჩის მსვლელობა უბრალოდ იცვლება."-ეს კი "ბავარიელთა" მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის სიტყვებია.

კომანმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..