» » ბეკერი: "ბავარია" ძალიან კარგი გუნდია

ბეკერი: "ბავარია" ძალიან კარგი გუნდია

18-02-2019, 14:24
090
როგორც მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის ეგიდით, საფეხბურთო კლუბი "ლივერპული" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს. მოახლოებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ინგლისური კლუბის კიპერმა - ალისონ ბეკერმა.


"ვიცით, რომ "ბავარია" ძალიან კარგი და ძლიერი გუნდია. იურგენ კლოპი სხვაზე უკეთ იცნობს ამ გუნდს. "ბავარიას" კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ასევე ბრწყინვალე დაცვა. ნოიერს დიდ მეტოქედ მივიჩნევ. როდესაც გავიგე წილისყრის შედეგები, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მასთან მომიწევდა თამაში. ვან დეიკის არ ყოფნა? ჩვენ ერთიანები ვართ, ასე რომ ცალკეული ფეხბურთელის გამოკლება ძლიერ ზეგავლენას არ ახდენს ჩვენს გუნდზე. ყველა კარგად იცნობს ერთმანეთს და ბრწყინვალედ ურთიერთქმედებენ. ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია."-ციტირებს "ლივერპულის" პრეს-სამსახური ალისონ ბეკრის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ზემოხსენებული ორთაბრძოლა "ლივერპულსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის 19 თებერვალს "ენფილდზე" გაიმართება. საპასუხო მატჩი კი "აილანც არენაზე" 13 მარტს არის ჩანიშნული.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..