» » ანონსი : ლივერპული - ბაიერნი

ანონსი : ლივერპული - ბაიერნი

19-02-2019, 11:52 -ss- ანონსი 0

ანონსი : ლივერპული - ბაიერნი
ყველაფერი ან არაფერი - ასეთია მიუნხენის "ბაიერნის" დევიზი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. სამშაბათს 19 თებერვალს, ხსენებული ტურნირის პირველი 1/8 ფინალური მატჩის ეგიდით, საფეხბურთო კლუბი "ლივერპული" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. ნიკო კოვაჩის დავალება საკუთარი შეგირდების მიმართ ნათელია, კლუბმა უნდა მიაღწიოს, 13 მარტს "ალიანც არენაზე" ჩანიშნულ განმეორებით მატჩამდე, მისაღებ რეზულტატს.

"ვიცით, თუ როგორი ატმოსფერო გველის. როდესაც საქმე ცხელ მატჩამდე მიდის, ეს არენა ორმაგად დიდებული ხდება. სწორედ ამიტომ ამ ორთაბრძოლას ცხელი გულით და ცივი გონებით უნდა მივუდგეთ. ეს არის ბრძოლა, რომლის დონე შეესაბამება ნახევარფინალს. ჩვენ წინ გველოდება ნამდვილი დუელი, მოუთმელნად ველით შეხვედრის დაწყებას"-განაცხადა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.


ორი ფრე "ენფილდზე"


გერმანიის "რეკორდმაისტერი" ლივერპულში რვა მატჩიანი წაუგებელი სერიით ჩადის. ამასთან თითოეულ გასვლით შეხვედრაში "ბავარია" მინიმუმ ორ გოლს იტანდა. "გასვლით ორთაბრძოლაში გოლის გატანა ყოველთვის მნიშვნელოვანია. კარგი იქნება თუ ამ შეხვედრაშიც გავიტანთ."-დასძინა სალიჰამიჯიჩმა. "ბავარიელბს" წინ რთული მატჩი ელით, ამ დრომდე არც ერთ გერმანულ კლუბს "ენფილდზე" გამარჯვება არ მოუპოვებია. 18 გამართული მატჩიდან 15 მარცხი, ასეთია ოფიციალური სტატისტიკა. "ბაიერნმა" ხსენებულ არენაზე ორჯერ ითამაშა ფრე, შორეულ 1971 და 1981 წლებში.

"ეს ბრწყინვალე თამაში იქნება, მის დაწყებას მოუთმენლად ველით. ჩვენ მივიღეთ ყველაზე რთული ვარიანტი იმ კენჭისყრის შედეგებიდან, რაც კი შეიძლება დამდგარიყო. გასულ საფეხბურთო სეზონში "ლივერპულმა" ფინალში იასპარეზა, ისინი წელს უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტთა სიაში შედიან, მაგრამ ჩვენ "ბავარია" ვართ და ვფიქრობ, "ლივერპულშიც" კარგად აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ მეორე ორთაბრძოლა მიუნხენში გაიმართება."-ციტირებს ნიკო კოვაჩის სიტყვებს გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი


საკადრო საკითხები


"ლივერპულში მივემგზავრებით, საკუთარ ძალებში დარწმუნებულები. გვსურს ვაჩვენოთ კარგი თამაში და მივაღწიოთ განმეორებით მატჩამდე, კარგ რეზულტატს."-ეს კი ლეონ გორეცკას სიტყვებია. "ლივერპულთან გასამართ შეხვედრაში, ყველას დავუმტკიცებთ, რომ ჩვენი ჩამოწერა ნაადრევია."-აღნიშნავს "ბავარიელთა" ცენტრალური მცველი ნიკლას ზულე. რაც შეეხება მატს ჰუმელს იგი მიიჩნევს, რომ "საჭიროა სრული 90 წუთის განმავლობაში უშეღავათო ბრძოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მარცხი გარდაუვალი იქნება."

გერმანული გრანდი ინგლისს საკადრო პრობლემებით ეწვევა. თომას მიულერი დისკვალიფიცირებულია, ჟერომ ბოატენგს კი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. კინგსლი კომანი, რომელმაც "აუგსბურგთან" გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, გუნდთან ერთად იმყოფება. "ის თავს გაცილებით უკეთ გრძნობს."-განუცხადა ჟურნალისტებს სალიჰამიჯიჩმა და აქვე დასძინა, რომ მის ასპარეზობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უშუალოდ მატჩის დღეს იქნება მიღებული. "ჩვენ წინ ჯერ კიდევ გვაქვს 36 საათი"-აცხადებდა "ბრაზო"


კლოპი საინტერესო თამაშს ელის


თვითმფრინავში არ იმყოფებოდა ფრანკ რიბერი, რომელსაც ორშაბათ დღეს მეხუთე შვილი შეეძინა. იგი საღამოს შეუერთდა გუნდს. მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს კორენტინ ტოლისოს კი, რომელიც ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციის კურს გადის, ჯერჯერობით თამაში არ შეუძლია.

საკადრო პრობლემები "ენფილდის" ბინადრებსაც აქვთ. ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი დისკვალიფიცირებულია. მიზეზი ყვითელი ბარათების რაოდენობაა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჯორჯინიო ვაინალდუმის , ჯერდან შაქირის და დეიან ლოვრენის ასპარეზობის საკითხიც. ჯო გომესი კი ტრავმის გამო ამ მატჩს გამოტოვებს. "ველი საინტერსო, ჩემოპიონთა ლიგისათვის შესაფერის საღამოს, რომელიც ემოციურად დატვირთული იქნება. 100 პროცენტით კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი შანსი არ გვექნება. ეს უეჭველია."-განაცხადა "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა.
3

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..