» » BT Sport : რობერტსონი საპასუხო მატჩის შესახებ საუბრობს

BT Sport : რობერტსონი საპასუხო მატჩის შესახებ საუბრობს

20-02-2019, 12:16 -ss- სიახლეები 0

BT Sport : რობერტსონი საპასუხო მატჩის შესახებ საუბრობს
საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" უკანახაზელი ენდრიუ რობერტსონი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნთან" გამართულ მატჩს გამოეხმაურა. გამოცემა BT Sport-სთან მიცემულ ინტერვიუში ხსენებული ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაფერი არ არის და მისი გუნდი საპასუხო მატჩისთვის ემზადება.


"მიუნხენის "ბაიერნი" პლეი-ოფის დასკვნით სტადიებზე, ხუთი თუ ექვსი წელი, ზედიზედ ასპარეზობდა. ამ გუნდმა იცის თუ როგორ უნდა გახსნას მეტოქის დაცვა, განსაკუთრებით გასვლით ორთაბრძოლებში. ჩვენ მიუნხენში უნდა გავემგზავროთ საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი. შეგვიძლია "ბავარიას" პრობლემები შევუქმნათ, ისე როგორც ეს დღევანდელ მატჩში იყო და გავიტანოთ მნიშვნელოვანი გოლი."-ციტირებს BT Sport-ი ენდრიუ რობერტსონის სიტყვებს.

"მესმის, რომ გარკვეული იმედგაცრუება სუფევს, რადგან ჩვენ ვერ შევძელით გოლის გატანა. მეორეს მხრივ, ჩვენ საკუთარი კარები მშრალად შევინახეთ და მთლიანობაში ძალიან კარგად ვიცავდით თავს, რაც ამ მატჩის პოზიტიური მომენტია. პირველ ტაიმში გვქონდა შესაძლებლობა ერთი-ორი გოლი გაგვეტანა, თუმცა შედეგს უარყოფითად ვერ შევაფასებდი. მიუნხენში აუცილებელია საკუთარი ფეხბურთის ჩვენება. შანსები არსებობს. რა თქმა უნდა, რთული იქნება თუმცა გამოცდილება გვაქვს. ვეცდებით შემდეგ ეტაპზე გავიდეთ"-ეს კი კაპიტან, ჯორდან ჰენდერსონის სიტყვებია.

წყარო 2
2

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..