» » კიმიხი საპასუხო მატჩს გამოტოვებს

კიმიხი საპასუხო მატჩს გამოტოვებს

20-02-2019, 12:53 -ss- სიახლეები / მთავარი ამბები 0

კიმიხი საპასუხო მატჩს გამოტოვებს
"ენფილდ როუდზე" გამართული მატჩი უშეღავათო აღმოჩნდა, მოწინააღმდეგე გუნდები უკომპრომისოდ ებრძოდნენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ყვითელი ბარათების გარეშეც არ დასრულებულა ხსენებული პაექრობა. პირველი ტაიმის 28-ე წუთზე, იოზუა კიმიხმა სადიო მანეს მისამართით გამოვლენილი უხეშობის გამო, გაფრთხილება დაიმსახურა. რაც ამ უკანასკნელისთვის რიგით მესამე იყო, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ 24 წლის ფეხბურთელი 13 მარტს, "ალიანც არენაზე" ჩანიშნულ ორთაბრძოლაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. კიმიხთან ერთად, დისკვალიფიცირებულია თომას მიულერიც.


"ენფილდზე" შეკრებილი "იუბილარები"


ფრანკ რიბერისათვის, რომელიც მეხუთედ გახდა მამა, ეს დღეები ისედაც გამორჩეულად სასიხარულო იყო. სამშაბათს საღამოს კი მას კიდევ ერთი მიზეზი მიეცა : "ენფილდზე" ჩატარებული მატჩი, ევროტურნირებზე რიგით მეასე იყო ფრანგი შემტევისთვის. ამ მონაცემებით რიბერი მეხუთე ადგილზეა. ჩამორჩება რა მხოლოდ, ოლივერ კანს, ფილმი ლამს, თომას მიულერს და ბასტიან შვაინშტაიგერს. ეს შეხვედრა გამორჩეული იყო მატს ჰუმელსისთვისაც, ამ უკანასკნელმა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 50 მატჩიან ნიშნულს მიაღწია, ხავი მარტინესთან, ხამეს როდრიგესთან და ტიაგო ალკანტარასთან ერთად. რაც შეეხება დავიდ ალაბას, ავსტრიელი ფეხბურთელისთვის გუშინდელი პაექრობა რიგით 75-ე იყო ევროტურნირების მასშტაბით. თითოეულ მათგანში ალაბა მხოლოდ "რეკორდმაისტერის" ფორმით იყო წარმოდგენილი.
2

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..