» » ფერდინანდი: "ლივერპული" მიუნხენელთა ბარიერს დაძლევს

ფერდინანდი: "ლივერპული" მიუნხენელთა ბარიერს დაძლევს

20-02-2019, 16:21 -ss- სიახლეები 0

ფერდინანდი:
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ, გუშინდელ შეხვედრას გამოეხმაურა. ვეტერანი უკანახაზელის განცხადებით, "ლივერპულს" შეუძლია მიუნხენში სასურველი შედეგი დააფიქსიროს და შემდეგ ეტაპზე გავიდეს.

"მიმდინარე საფეხბურთო სეზონში "ლივერპულმა" მხოლოდ მეორედ ვერ მოახერხა საკუთარ კედლებში გოლის გატანა. ეს ფაქტი არ უნდა დავუკარგოთ მიუნხენის "ბაიერნს". ისინი აქ საჭირო გამოცდილებით ჩამოვიდნენ, რისი დემონსტრირება მოახდინეს კიდეც."

"როდესაც "ლივერპულელები" გაიღვიძებენ ისინი გაიფიქრებენ შემდეგს : "ჩვენ შეგვიძლია ალიანც არენაზე გავიტანოთ. კარგი იქნება თუ ბურთს საკუთარ ბადეში არ მივიღებთ, კარგად ასპარეზობის შემთხვევაში, შეტევაში სამი-ოთხი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გვეყოლება. სწრაფი, დამანგრეველი შემტევი ძალა - ჩვენ უეჭველად შეგვიძლია გატანა!" აი რას ვიფიქრებდი მე მათ ადგილას, რომ ვიყო. დავჯდებოდი გასახდელში და ვიტყოდი: "იცით რა ბიჭებო? ჩვენ გავიმარჯვებთ." დარწმუნებული ვარ ლივერპული შემდეგ ეტაპზე გავა. ამის თქმის საშუალებას მათი შემტევი პოტენციალი მაძლევს."-ციტირებს გამოცემა BT Sport რიო ფერდინანდის სიტყვებს.
3

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.