» » Sport1: ჰიონესი ნიკო კოვაჩის მუშაობით კმაყოფილია

Sport1: ჰიონესი ნიკო კოვაჩის მუშაობით კმაყოფილია

21-02-2019, 11:34 -ss- სიახლეები 0

Sport1: ჰიონესი ნიკო კოვაჩის მუშაობით კმაყოფილია
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ ორთაბრძოლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ენფილდზე" დაფიქსირებული ფრე მისი გუნდისათვის, სრულიად მისაღები შედეგია. გარდა ზემოხსენებული საკითხისა "ბავარიელთა" ხელმძღვანელმა ნიკო კოვაჩის მუშაობაც შეაფასა.


"ჩვენ ვაცხადებდით, რომ 1:1 მისაღები ანგარიში იქნებოდა. ამით ხაზს ვუსვამდით, რომ ფრე ის შედეგია რასაც ვისახავდით მიზნად. 0-0 -იც დამაკმაყოფილებელი რეზულტატია, ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, როგორ ვთამაშობდით. "ბავარია" დისციპლინირებულად მოქმედებდა, ფეხბურთელები ერთმანეთს ედგნენ გვერდში. მთავარი მწვრთნელის მუშაობით კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ სამი კვირის შემდეგ, როდესაც საპასუხო მატჩი გაიმართება, კოვაჩი ამ შემთხვევაშიც საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებს. საკმარისია კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიესადაგება კოვაჩი საკუთარ პოზიციას. ეს ყველაფერი სისულელეა. იგი კარგად ასრულებს სამუშაოს. ბოლო 16 თამაშიდან 14 მოვიგეთ, რაზეა საერთოდ საუბარი?"-განაცხადა ჰიონესმა

"მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელში არანაირი სადღესასწაულო ატმოსფერო არ შეინიშნებოდა და ეს ძალიან მომეწონა. ფეხბურთელებს კარგად ესმით, რომ მიუნხენში ურთულესი შეხვედრა გველის. შემდეგ ეტაპზე გასასვლელი კარები მცირედით შევაღეთ, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ამჟამად მხოლოდ შემიძლია შევაქო ჩემი გუნდი. მწვრთნელმა ბრწყინვალე სამუშაო გასწია. ფეხბურთელებმა კი პირველ მატჩში დადებით შედეგს მიაღწიეს"-ეს კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია, რომელსაც გერმანული გრანდის პრეს-სამსახური ავრცელებს.

წყარო 2
1

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..