» » ხამესი: დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას

ხამესი: დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას

21-02-2019, 16:15 -ss- სიახლეები 0

ხამესი: დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას
მიუნხენის "ბაიერნის" კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, გამოცემა Mirror-თან მიცემულ ინტერვიუში, მადრიდის "რეალის" რიგებში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს. ფეხბურთელის განცხადებით იგი მოვლენათა ფორსირებას არ აპირებს და მშვიდად ელის სეზონის დასრულებას.


"მადრიდში ყველაფერი მაქვს, მაგალითად სახლი და მყავს გვერდით ისეთი ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ. მოთმინების გამოჩენა გვმართებს, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მოცემულ მომენტში მე მიუნხენის "ბაიერნთან" მაკავშირებს კონტრაქტი. მსურს უბრალოდ დავასრულოთ ეს სეზონი და ვნახოთ ამის შემდეგ რა მოხდება. მადრიდის "რეალის" რამდენიმე ფეხბურთელთან კავშირებს ამ დრომდე ვინარჩუნებ."-ციტირებს გამოცემა Mirror ხამეს როდრიგესის სიტყვებს.

შეგახსენებთ, კოლუმბიელი ნახევარმცველი, რომლის საკონტრაქტო უფლებები მადრიდის "რეალის" ხელშია, მიუნხენური კლუბის რიგებში 2017 წლიდან, არენდის წესით ასპარეზობს. ხსენებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება. 42 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში კი მიუნხენის "ბაიერნს" აქვს უფლება, ე.წ გამოსყიდვის ოფცია გაიაქტიუროს.
1

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.