» » "ბავარიელებმა" ვარჯიში განაახლეს

"ბავარიელებმა" ვარჯიში განაახლეს

22-02-2019, 11:24 -ss- სიახლეები 0

უქმე ოთხშაბათის შემდეგ, "ბავარიელები" კვლავ შეიკრიბნენ ზებენერშტრასეზე. ორი დღით ადრე, მიუნხენური კლუბი "ენფილდს" სტუმრობდა, სადაც უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური ორთაბრძოლა გამართა ადგილობრივ "ლივერპულთან" (0-0). ნიკო კოვაჩმა ძირითადი თერთმეტეული ფიტნეს-დარბაზში გაგზავნა. გუნდმა "ძალების აღმდგენი" პროგრამით ივარჯიშა. დანარჩენი "ბავარიელები" კი მწვანე საფარზე ირჯებოდნენ. საბედნიეროდ, "ლივერპულთან" ჩატარებულმა მძიმე მატჩმა, მიუნხენური კლუბის ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე, ასახვა ვერ ჰპოვა.

"მოცემულ მომენტში თავს ყველა კარგად გრძნობს. არავის აღენიშნება, რაიმე სახის დაზიანება ან ტრავმა"-აცხადებდა ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ნიკო კოვაჩი. მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ შაბათს ბერლინის "ჰერტასთან" ჩანშნულ მატჩს გუნდი ზედმეტი გართულებების გარეშე შეხვდება. ხსენებული პაექრობა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.


ბოატენგი კვლავ მოედანზეა


კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ ორი ფეხბურთელის ასპარეზობის საკითხი დგას. მატს ჰუმელსი "გაცივდა, სწორედ ამიტომ იგი სახლში დარჩა". ლეონ გორეცკა კი "სარეაბილიტაციო პროგრამით" იტვირთება. ამ უკნასკნელზე საუბრის დროს, ნიკო კოვაჩმა განაცხადა, რომ ელის დასკვნით სავარჯიშო დღეს. "თუ მას არ ექნება დისკონფორტი, მაშინ იგი გავა მოედანზე."-დასძინა 47 წლის სპეციალისტმა.

ნიკო კოვაჩს კვლავ შეუძლია ჟერომ ბოატენგის იმედი ჰქონდეს. შეგახსენებთ, ცენტრალურ მცველს კუჭ-ნაწლავის ინფექცია აღენიშნებოდა, რის გამოც მან "ენფილდზე" გამართულ დაპირისპირებაში მონაწილეობა ვერ მიიღო. ხუთშბათს კი ბოატენგი კვლავ სავარჯიშო მოედანზე იყო წარმოდგენილი. რაც შეეხება არიენ რობენს და კორენტინ ტოლისოს, ამ დღეს ორივე ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

"ბავარიელებმა" ვარჯიში განაახლეს

"ბავარიელებმა" ვარჯიში განაახლეს

"ბავარიელებმა" ვარჯიში განაახლეს

"ბავარიელებმა" ვარჯიში განაახლეს
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..