» » Goal : გნაბრი მესუთ ოზილის შესახებ საუბრობს

Goal : გნაბრი მესუთ ოზილის შესახებ საუბრობს

22-02-2019, 12:08 -ss- სიახლეები / სხვადასხვა 0

Goal : გნაბრი მესუთ ოზილის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი სერჟ გნაბრი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, მესუთ ოზილის შესახებ საუბრობს. ახალგაზრდა "ბავარიელის" განცხადებით, მესუთის საფეხბურთო ოსტატობამ მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.


"საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთან ერთადაც მითამაშია? მე ბევრ ბრწყინვალე ფეხბურთელთან ერთად ვასპარეზობდი, მაგრამ თუ მხოლოდ ერთი უნდა გამოვყო, მაშინ დავასახელებდი მესუთ ოზილს. ის რაც მე ვიხილე მისი შესრულებით ვარჯიშებზე, ან თუნდაც მატჩებში, ეს უბრალოდ უმაღლესი დონე იყო."-ციტირებს გამოცემა Goal სერჟ გნაბრის სიტყვებს.

შეგახსენებთ, გნაბრიმ საკუთარი პროფესიული კარიერა ლონდონის "არსენალის" შემადგენლობაში 2012 წელს დაიწყო. ამ გუნდში იგი 2016 წლამდე ასპარეზობდა. "მეთოფეთა" რიგებს კი მესუთ ოზილი 2013 წელს მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა. გარდა ამისა, ორივე ხსენებული ფეხბურთელი, გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც ერთად ირჯებოდა.
0

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.