» » ინტერვიუ იოშუა კიმიხთან

ინტერვიუ იოშუა კიმიხთან

23-02-2019, 01:47
0107
იოშუა კიმიხის ვრცელი ინტერვიუ France Football-თან ფილიპ ლამთან შედარებაზე, კლუბში თავის მომავალზე, ხაბი ალონსოზე და სხვა.


„ლამთან შედარებაზე“: „ეს სიმართლეა, ჩვენ ხომ ერთ პოზიციაზე ვთამაშობთ, მაგრამ ის გაცილებით უკეთესია თავისი ემოციების კონტროლში. ასეთი რამ ხდება ჩემს თავს თამაშის დროს, როდესაც ცუდ გადაცემას ვაკეთებ ან შანსს ვერ ვიყენებ. ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია, იმის მიუხედავადაც კი, რომ მე ჩემი გზით მსურს წავიდე. საუბარია გერმანული ფეხბურთის ლეგენდაზე. მე არ შემიძლია ის შევცვალო ასე სწრაფად. ვიმედოვნებ, რომ ისეთივე ცოტა შეცდომებს დავუშვებ, როგორც ის. ფილიპი მაგალითი იყო თანმიმდევრობისა და დალაგებულობის.

„კაპიტნობა ჩემთვის აკვიატებულ იდეას არ წარმოადგენს, მაგრამ ახლა მე შემიძლია განკარგულებები მივცე ისეთ ლეგენდებს და კლუბის თილისმებს, როგორიც რობენი და ბოატენგია, ვარჯიშებზე ან თამაშებში. კაპიტანი ერთ ღამეში ვერ გახდები. შენ უნდა დაიმსახურო ეს კარგი და მუდმივი გამოსვლებით“.

„პეპ გვარდიოლა“: „პეპთან თითოეული ვარჯიშით ვტკბებოდი. ის ნამდვილი პერფექციონისტია. რომელსაც ნებისმიერი დეტალი აღელვებს. სწორედ მისი დახმარებით შევიძინე მრავალმხრივობა. ბევრი რამ ვისწავლე მისი ხელმძღვანელობით და ისეთი რამეების შესახებ შევიტყვე, რომლის არსებობაზე ადრე არც კი მიფიქრია.

როდესაც „ლაიფციგში“ მითხრეს, რომ „ბავარია“ ჩემით იყო დაინტერესებული, გავიფიქრე, რომ მეხუმრებოდნენ. შემდეგ მე პეპს ვესაუბრე, მან მაცნობა, რომ ჩემი თამაში შეისწავლა თავიდან ბოლომდე და რომ მას დიდი გეგმები აქვს ჩემთან მიმართებაში და რომ მე უბრალო ფეხბურთელი არ ვიქნები გუნდში.

„ვინ მოახდინა შენზე დიდი შთაბეჭდილება ვარჯიშებზე“?: - „ხაბი ალონსო! ის მართლაც განსაკუთრებული იყო. მისი გრძელი და ზუსტი გადაცემები უბრალოდ შოკში მაგდებდა. მისი თამაშის წაკითხვა მართლაც რომ დიდებულია. ამაყი ვარ იმით, რომ მასთან ერთად ერთ გუნდში ვთამაშობდი. ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც მე ოდესმე მითამაშია“.

„შენი კუმირი საფეხბურთო მოედანზე?“: „ჩემი კუმირი ყოველთვის იყო ხავი. არასდროს არ მინახია, რომ მას ტექნიკური შეცდომა დაეშვა, ის ყოველთვის ბოსი იყო მოედანზე. დღესაც კი მე კვლავ ვუყურებ მის ვიდეოებს იუთუბიზე. ვისურვებდი მასთან და ინიესტასთან ერთად მეთამაშა ერთ გუნდში“.

„კინგსლი კომანი“: „კინგსლი - ეს ნიჭიერი ფეხბურთელია უზარმაზარი პოტენციალით. ის შესანიშნავი დრიბლიორია, რომელსაც სისწრაფე გააჩნია. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. საბედნიეროდ, ის ჩემი თანაკლუბელია, ასე რომ მე არ მიწევს ამის გაკეთება. მას ძალიან არ უმართლებს ტრავმებში.

„2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი“: „ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა წარუმატებლობაზე. გვსურდა მოწინააღმდეგეზე დომინირება, მაგრამ შედეგად ბალანსი დავკარგეთ. 1/8 ფინალში კვალიფიკაცია არ დავიმსახურეთ. უფრო მოქნილები უნდა ვიყოთ თანამედროვე თამაშში, რათა მაღალ დონეზე დავბრუნდეთ“.

3

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..