» » კომენტარები : მიუნხენის "ბაიერნი" 1 - 0 ბერლინის "ჰერტა"

კომენტარები : მიუნხენის "ბაიერნი" 1 - 0 ბერლინის "ჰერტა"

25-02-2019, 11:03 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

კომენტარები : მიუნხენის
შაბათს 23 თებერვალს, გერმანიის ჩემპიონატის 23-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" ბერლინის "ჰერტას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით შეძლო მეტოქე გუნდის დამარცხება. წარმოგიდგენთ მატჩის დასრულების შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.




ნიკო კოვაჩი -"დღეს ჩვენ გამარჯვების მოპოვება ძალიან მძიმე მატჩში შევძელით. ბოლო წლებში, ბერლინის "ჰერტასთან" გამართულ ორთაბრძოლებში, საუკეთესო ასპარეზობას ვერ ვახერხებდით და ბევრი ქულაც დავკარგეთ. როდესაც მთავარი მწვრთნელის რანგში იმყოფები, ფიქრობ როგორ უნდა გადაიყვანო ასეთი თამაში, შენი გუნდისათვის საჭირო რელსებზე. ასეთ დროს სტანდარტული სიტუაციები, შესაძლოა ეფექტური იარაღი იყოს. მოწონააღმდეგე გუნდის საჯარიმო ზონაში, ჩვენი ეფექტური თამაშის წყალობით და ასევე ხავი მარტინესის თავური დარტყმების შესაძლებლობების გათვალისწინებით, მეტოქეს საკუთარ ნახევარზე ხიფათს ვუქმნიდით. "ლივერპულთან" გამართული მძიმე პაექრობის შემდეგ უნდა გვეჩვენებინა, ჟინი და მენტალიტეტი. ჩვენ ეს შევძელით და მძიმე კვირა წარმატებით დავასრულეთ."

ჰასან სალიჰამიჯიჩი -"ეს იყო ძალიან მძიმე და დატვირთული კვირა. თამაში მიმდინარეობდა შემდეგი ლოზუნგის ქვეშ :"კარგი ცხენი ხტება იმ სიმაღლეზე, რასაც საჭიროება მოითხოვს." მოსალოდნელი იყო, რომ გადაფრენების გათვალისწინებით, მძიმე კვირა იქნებოდა. ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ მისი დასრულება მაჟორულ ნოტაზე მოვახერხეთ"

პალ დარდაი ("ჰერტას" მთავარი მწვრთნელი) -"დღეს ჩვენ უფრო მეტს ვიმსახრებდით. შესვენებაზე ჩემს გუნდს ვუთხარი, დღევანდელ თამაშს მოიგებს ის, ვინც პირველი გაიტანს."

დევი ზელკე ("ჰერტას" თავდამსხმელი) -"კარგი იქნებოდა ჩვენ, რომ მოგვეხერხებინა ანგარიშის გახსნა. იოზუამ ბოლო წამს გამოიღო ბურთი საკუთარი კარებიდან. დღეს "ბავარიას" არ ჰქონდა იმ რაოდენობით ასპროცენტიანი მომენტები, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება "ალიანც არენაზე". "ბაიერნს" დასჭირდა დიდი ძალისხმევა ჩვენს დასამარცხებლად. ეს გამოცდილება მომავალში უნდა განვავითაროდ"
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..