» » ჰიონესი : მზად ვართ ზაფხულის სატრანსფერო კამპანიისთვის

ჰიონესი : მზად ვართ ზაფხულის სატრანსფერო კამპანიისთვის

25-02-2019, 11:27 -ss- სიახლეები 1

ჰიონესი : მზად ვართ ზაფხულის სატრანსფერო კამპანიისთვის
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, გერმანული გრანდის სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს. "ბავარიელთა" ხელმძღვანელის განცხადებით, არსებული ფინანსური გამოწვევების მიუხედავად, გუნდი მზად არის მომავალ ზაფხულს აქტიური სატრანსფრო კამპანიით შეხვდეს.


"საქმე ფულში არ არის, თქვენ შეგიძლიათ 500 მილიონი დახარჯოთ, მაგრამ თუ მთავარმა მწვრთნელმა ეს ფეხბურთელები არ განავითარა, მაშინ ამაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. შეხედეთ მანჩესტერ "იუნაიტედს". მოურინიოს ჰქონდა გამოყოფილი ფული ტრანსფერებისთვის, მაგრამ მან მაინც ვერ გაართვა თავი დასახულ ამოცანებს. დღეს ფეხბურთელები ძალიან ძვირი ღირს, სწორედ ამიტომ ფულს ვზოგავთ, მაგრამ ახლა ჩვენ მზად ვართ ზაფხულის სატრანსფერო კამპანიისთვის. გადავიხდით თუ არა 80 მილიონ ევროს ლუკა ერნანდესისთვის? თუ ჩვენ მოვძებნიდით ამ დონის ფეხბურთელს, მაშინ გადავიხდიდით კიდეც აღნიშნულ თანხას."-ციტირებს ული ჰიონესის სიტყვებს გამოცემა Bayern & Germany

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, ული ჰიონესმა ასევე ისაუბრა ხამეს როდრიგესის მომავალზეც და შემდეგი შინაარსის კომენტარი გააკეთა: "გამოსყიდვის უფლება ჩვენს ხელთაა მაისის შუა რიცხვებამდე. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, ამ ოფციის გააქტიურებას, მაშინ ხამესი დარჩება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სურს თუ არა კოვაჩს მისი გაფორმება."-აღნიშნა "ბაიერნის" პრეზიდენტმა Football-Espana-თან მიცემულ ინტერვიუში.
3
0

RUSH (6 მარტი 2019 17:51)

ვფიქრობ, ზაფხულში სერიოზული განახლება მოხდება გუნდის. ხამესიც დასატოვებელია ჩემი აზრით.

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..