» » FCB: სერჟ გნაბრიმ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა

FCB: სერჟ გნაბრიმ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა

6-03-2019, 18:17
086
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით სერჟ გნაბრიმ რეკორდმაისტერთან კონტრაქტი ნაადრევად გაახანგრძლივა. 23-წლის ფეხბურთელმა ორშაბათს ზებნერშტრასეზე ბავარიულ გრანდთან ახალ ხელშეკრულებას 2023 წლის 30 ივნისამდე მოაწერა ხელი.

"გახარებულები ვართ, რომ სერჟმა ახალი კონტრაქტი გააფორმა. მისთვის პირველ სეზონში გნაბრიმ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. სერჟი მიუნხენის ბაიერნის მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილია. დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში გნაბრისთან ერთად არაერთი სასიხარულო მომენტი გვექნება", - განაცხადა რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

სერჟ გნაბრი: "აქ თავს ძალიან ძალიან კარგად ვგრძნობ. ბაიერნში თამაში დიდი სიამოვნებაა. ვიმედოვნებ, რომ რეკორდმაისტერთან ერთად არაერთ ტიტულს მოვიგებ და ბევრი სასიხარულო მომენტი გვექნება. ბავარიულ გრანდში ნათელი მომავლის დიდი იმედი მაქვს. სპორტული თვალსაზირისით ახლა საქმეები კარგად მიმდის, თუმცა იცი, რომ სამომავლო განვითარებისთვის საკმარისი პოტენციალი მაქვს".

გნაბრიმ სპორტული კარიერა ლონდონის არსენალში 2012 წელს დაიწყო. მეთოფეების შემადგენლობაში ინგლისის თასისა და სუპერთასის ტიტულის მოპოვება შეძლო. სერჟი 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი და 2017 წლის ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონია. უესტ ბრომვიჩში, ვერდერსა და ჰოფენჰაიმში გაჩერების შემდეგ (მიუნხენის ბაიერნიდან 2017/18 წლებში არენდა) მიმდინარე სეზონში გნაბრიმ ბაიერნის მაისურით დაიწყო ასპარეზობა.

რეკორდმაისტერის რიგებში ჩატარებულ 29 შეხვედრაში სერჟმა რვა გოლი გაიტანა. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში გარემარბმა ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ოთხჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..