» » დავიდ ალაბამ ვარჯიში განაახლა

დავიდ ალაბამ ვარჯიში განაახლა

6-03-2019, 18:27 TOTALMAN სიახლეები 1

დავიდ ალაბამ ვარჯიში განაახლა
სანამ თანაგუნდელები ოთხშაბათ დილით ვოლფსბურგთან შეხვედრისთვს ემზადებოდნენ (შაბათი, 09.03 18:30 თბილისის დროით) დავიდ ალაბა მოედანზე დაბრუნდა და ვარჯიში სირბილით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე რეკორდმაისტერის განაპირა მცველს მიონხენგლადბახის ბორუსიასთან შეხვედრის გამოტოვება მყესის გაღიზიანების გამო მოუწია. ბაიერნის ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით, ახლა დავიდ ალაბა ინტენსიურად მუშაობს მწყობრში დროულად დასაბრუნებლად.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ transfermarkt-ის ინფორმაციით 26 წლის ავსტრიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ბაიერნის მაისურით სულ 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ მოახერხა თავის გამოცენა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯამში დავიდ ალაბამ მოედანზე 2.674 წუთი დაჰყო.
1

წყარო:

0

RUSH (6 მარტი 2019 19:01)

კარგი ძალიან! ალაბა გვჭირდება ლივერპულთან!

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.