» » sportbild: ბაიერნს ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

sportbild: ბაიერნს ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

6-03-2019, 19:43 TOTALMAN ტრანსფერები 0

sportbild: ბაიერნს ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის ბაიერნის ძირითადის უპირობო თავდამსხმელია. გასულ ზაფხულს პოლონელი ფორვარდი ბაიერნიდან წასვლას იჟინებდა, თუმცა მას მერე ბევრი რამ შეიცვალა კლუბსა და ფეხბურთელს შორის. ორივე მხარემ კონსესუსს მიაღწია.

ახალი გარემოებებიდან გამომდინარე რეკორდმაისტერს სურს, რომ მიმდინარე კონტრაქტი, რომელიც 2021 წლამდეა გათვლილი ნაადრევად გაახანგრძლივოს.

sportbild-ის ჟურნალისტის თქმით აღნიშნული ჟესტით ბავარიული გრანდის მესვეურებს სურთ რობერტ ლევანდოვსკის დაანახონ, რომ მიუხედავად 2019 წლის ზაფხულში 23-წლის ტიმო ვერნერის რეკორდმაისტერში დაგეგმილი ტრანსფერისა, მისი იმედი კვლავინდებურად აქვთ.

sportbild-ი ჯერ-ჯერობით ზუსტ მონაცემს არ ასახელებს, თუ რამდენი წლით გაუხანგრძლივდება 30 წლის პოლონელ ფორვარდს ხელშეკრულება. გაცნობებთ, რომ ლევანდოვსკის მიმდინარე სატრანსფერო ფასი transfermarkt-ის ინფორმაციით €70,00 მილიონ ევროს შეადგენს და გამოცდილი შემტევით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული.
1

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.