» » FCB: რობენი, რიბერი და გორეცკა საერთო ჯგუფს დაუბრუნდნენ

FCB: რობენი, რიბერი და გორეცკა საერთო ჯგუფს დაუბრუნდნენ

6-03-2019, 20:00
0108
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალური ვებ-გვერდი გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. გასულ კვირას წარმატებულად ჩატარებული უქმეებისა და სერჟ გნაბრისთან გახანგრძლივებული ხელშეკრულების შემდეგ სამშაბათს სამმა ბავარიელმა საერთო ჯგუფთან ერთად განაახლა ვარჯიში.

ერთ-ერთი მათგანი არიენ რობენია, რომელიც მოედანზე ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ლისაბონის ბენფიკასთან ვიხილეთ გასული წლის ნოემბერში. მას შემდეგ ჰოლანდიელ გარემარბს ბარძაყის პრობლემა ჰქონდა

ჰოლანდიელის პარალელურად ზებნერ შტრასეზე შეკრებილმა 1200 გულშემატკივარმა ფრანკ რიბერის დაბრუნებაც იხილა მოედანზე, რომელსაც კუჭის ინფექცია ჰქონდა. მწვანე მინდორზე ვიხილეთ ლეონ გორეცკაც, რომელსაც კოჭზე ჰქონდა პრობლემები.

კორენტინ ტოლისო ჯვარედინა მყესის გაწყვეტის შემდეგ აღდგენით ვარჯიშებს განაგრძობს და ჯერ-ჯერობით ინდივიდუალურად მუშაობს. კინგსლი კომანი რომელსაც კუნთის დაზიანება აღენიშნება გვერდით მოედანზე მონდომებულად დარბოდა წრეზე. ამრიგად გუშინ მხოლოდ დავიდ ალაბა არ გამოჩენილა.

ნიკო კოვაჩის მიერ ჩატარებული გუშინდელი ვარჯიში სხვადასხვა სავარჯიშოებით იყო დატვირთული, რომელიც გუნდმა მონდომებით და თავდადებით შეასრულა. რეკორდმაისტერი მაქსიმალური ყორადღებით გააგრძელებს მომზადებას ბუნდესლიგის ეგიდით გასამართი მორიგი შეხვედრისთვის, რომელიც ვოლფსბურგის წინააღმდეგ 9 მარტს 18:30 საათზე გაიმართება თბილისის დროით.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..