» » ლიოვი : ბოატენგს, ჰუმელსს და მიულერს ამიერიდან აღარ გამოვიძახებ

ლიოვი : ბოატენგს, ჰუმელსს და მიულერს ამიერიდან აღარ გამოვიძახებ

7-03-2019, 11:14
0111
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, გამოცემა Bild -თან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს. ხსენებული სპეციალისტის განცხადებით, ნაციონალურ გუნდში დიდი ცვლილებები იგეგმება და ამიერიდან ნაკრების შემადგენლობაში წარმოდგენილნი არ იქნებიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჟერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი და თომას მიულერი.


"2019 წელი ეს არის ახალი სტარტი გერმანიის ეროვნული ნაკრებისათვის. გვსურს გუნდში კარდინალური ცვლილებები განვახორციელოთ. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ ის, რაც გასულ წელს დავიწყეთ, როდესაც ჟერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი და თომას მიულერი, არ იყო წარმოდგენილი ნაკრების შემადგენლობაში. ამ ფებურთელების გამოძახებას, ეროვნული გუნდის რიგებში, ამიერიდან აღარ ვგეგმავ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა "ბავარიელი" ფეხბურთელებისთვის, მინდოდა მესაუბრა იმ რეფორმაზე რაც გუნდში არის დაგეგმილი. მათ ამის შესახებ ორშაბათს ვაცნობე, პირადი კომუნიკაციის ფარგლებში, მიუნხენში. დადგა დრო, გერმანიის ეროვნული ნაკრების სამომავლო კურსი განისაზღვროს. ჩვენ გვსურს გუნდს ახალი სახე შევძინოთ და საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, დარწმუნებულები ვართ."-ციტირებს გამოცემა Bild იოაჰიმ ლიოვის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ზემოაღნიშნულმა სამივე ფეხბურთელმა, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში, 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონობის ტიტული მოიპოვა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..