» » ბოატენგი განცხადებას ავრცელებს

ბოატენგი განცხადებას ავრცელებს

7-03-2019, 11:47 -ss- სიახლეები 0

ბოატენგი განცხადებას ავრცელებს
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რითიც ეხმიანება იოაჰიმ ლიოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამიერიდან აღარ გეგმავს ჟერომ ბოატენგის, მატს ჰუმელსის და თომას მიულერის გამოძახებას ნაციონალური გუნდის შემადგენლობაში.

"მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა, პირადი საუბრის დროს მაცნობა, რომ ამიერიდან აღარ ვარ გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრი. მას სურს, შანსი მისცეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს და განაახლოს გუნდი მომავალი ტურნირებისთვის.

მე ვწუხვარ ამ ინფორმაციის გამო, რადგანაც ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, წარმედგინა გერმანიის ნაკრები საერთაშორისო არენაზე. მიუხედავად ამისა, მე პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებას, სამომავლო კურსის განვითარების თაობაზე. მეც ვიყავი ახალგაზრდა ფეხბურთელი და ნაკრების შემადგენლობაში ვმკვიდრდებოდი გამოცდილ მოთამაშეებთან კონკურენციის პირობებში. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ შემიძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზობა და ვგეგმავ ამის დემონსტრირებას მომავალშიც.

გერმანიის ეროვნულ ნაკრებში გატარებულ დროს კი მუდამ დიდი სიამოვნებით გავიხსენებ. ყოველთვის სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს და არასოდეს დამავიწყდება 2014 წლის ზაფხული. ამასთან მსურს კიდევ ერთხელ ვითამაშო ნაკრებში და ისე გამოვემშვიდობო მას. მომავალ წარმატებებს ვუსურვებ გერმანიის ნაკრებს!"-წერს სოცლიალურ ქსელ twitter-ში ჟერომ ბოატენგი.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..