» » Goal : მიულერი იოაჰიმ ლიოვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

Goal : მიულერი იოაჰიმ ლიოვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

7-03-2019, 12:05 -ss- სიახლეები 0

Goal : მიულერი იოაჰიმ ლიოვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
გერმანიის ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი თომას მიულერი, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მიულერის განცხადებით იგი გაბრაზებულია და არ ესმის ამ გადაწყვეტილების არსი.


"რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამ საკითხზე, მით მეტად ვბრაზდები, იმის გამო თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ვერ ვიგებ, რატომ უნდა იყოს ეს საბოლოო გადაწყვეტილება. მწვრთნელმა უნდა მიმართოს არჩევანს, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მე, მატს ჰუმელსს და ჟერომ ბოატენგს კვლავ შეგვიძლია უმაღლეს დონეზე ასპარეზობა. ამ ცნობით გაოცებული დავრჩი.

გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, ჩვენ მრავალი წელი წარმატებით ვასპარეზობდით. ყოველთვის ვიყავი ამაყი, იმით რომ ვატარებდი ნაციონალური გუნდის მაისურს. მუდამ მაქსიმალურად ვიხარჯებოდი, ეს იყო წარმოუდგენელი თავგადასავალი. მე მებრძოლი ვარ, მაგრამ ამიერიდან ისღა დამრჩენია უბრალოდ დავაკვირდე გუნდს."
-ციტირებს გამოცემა Goal თომას მიულერის სიტყვებს.
1

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.