» » მესუთ ოზილი ბოატენგს მხარდაჭერას უცხადებს

მესუთ ოზილი ბოატენგს მხარდაჭერას უცხადებს

7-03-2019, 12:24
0113
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მესუთ ოზილი, სოციალური ქსელის მეშვეობით, ჟერომ ბოატენგის მიმართ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. შეგახსენებთ, იოაჰიმ ლიოვის გადაწყვეტილებით, ნაკრების რიგებს ემშვიდობებიან ჟერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი და თომას მიულერი.


"თავი აწიე ძმაო. დასაწყისიდანვე, ჯერ კიდევ ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობის დროს, ჩვენ ერთად გადავიტანეთ მრავალი მნიშვნელოვანი მომენტი. შენ ნამდვილი მეგობარი და დიდი ადამიანი ხარ. როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვწუხვარ, რომ ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი, ნაკრებს ამ მოცემულობით ტოვებს."-წერსე სოციალურ ქსელ twitter-ში მესუთ ოზილი.

შეგახსენებთ, 2014 წელს როდესაც გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მესუთ ოზილი ხსენებულ სამ ფეხბურთელთან ერთად ნაკრების რიგებში ირიცხებოდა. ოზილმა ნაციონალური გუნდი ხმაურიანი განცხადებებით დატოვა და ხელმძღვანელობა რასიზმში დაადანაშაულა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..