» » "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ლიოვის გადაწყვეტილებას აფასებს

"ბაიერნის" ხელმძღვანელობა ლიოვის გადაწყვეტილებას აფასებს

7-03-2019, 13:33
0103
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე და სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი, იოაჰიმ ლიოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, საკუთარ პოზიციებს აფიქსირებენ.


"გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გამოიძახოს ნაკრების რიგებში ჟერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი და თომას მიულერი. როგორც წესი, ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებებზე, რადგანაც ეროვნული გუნდის ფორმირებაზე პასუხისმგებელი პირი, მხოლოდ და მხოლოდ იოაჰიმ ლიოვია.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ რომ ჩვენი ფეხბურთელების თაობაზე, გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტი, არაშესაფერის დროს განხორციელდა. გერმანიის ნაკრებმა ბოლო შეხვედრა 2018 წლის 19 ნოემბერს გამართა. გვაწუხებს ის აზრი, რომ ახლა სამნახევარი თვის შემდეგ, "ვოლფსბურგთან" და უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ლივერპულთან" მოახლოებულ მნიშვნელოვან საპასუხო მატჩამდე, ხდება საზოგადოების და ფეხბურთელების ინფორმირება ხსენებული გადაწყვეტილების თაობაზე. კიდევ უფრო გვაკვირვებს ის ფაქტი, რომ ეს განხორციელდა იოაჰიმ ლიოვის და ოლივერ ბიროფის (ნაკრების აკადემიის დირექტორი) დაუგეგმავი ვიზიტის ფარგლებში "ზებენერშტრასეზე", რის შესახებაც წინასწარი შეტყობინება არ მიგვიღია.

თომას მოულერმა (100 მატჩი), მატს ჰუმელსმა (70 მატჩი) და ჟერომ ბოატენგმა (76 მატჩი), საერთო ჯამში 246 შეხვედრა გამართეს ნაკრების შემადგენლობაში. მათ დიდი წვლილი შეიტანეს, ბუნდესტიმის დაუჯერებელ წარმატებაში, რომელიც გუნდმა 2014 წელს მოიპოვა. "ბავარია" დიდი პატივისცემით არის განწყობილი იმ სპორტული დამსახურებების მიმართ, რაც თომასმა, მატსმა და ჟერომმა, ნაციონალური გუნდის და გერმანული ფეხბურთის მიმართ გაიღეს"-აღნიშნულია განცხადებაში.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..