» » კოვაჩი : მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს

კოვაჩი : მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს

9-03-2019, 10:50 -ss- სიახლეები 1

კოვაჩი : მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" სატურნირო მდგომარეობაზე საუბრობს. ხორვატი სპეციალისტის განცხადებით, მოცემულ მომენტში ყურადღების მოდუნება ფატალური შეცდომა იქნება, სწორედ ამიტომ გუნდს თითოეულ მატჩში მაქსიმალური კონცენტრაციის გამოვლინება მართებს.

"ამჟამად, ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში, მიუნხენის "ბაიერნსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის არსებული ზღვარი საკმაოდ მკრთალია. "ვოლფსბურგთან" მატჩში საშინაო დავალების შესრულება გვმართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ძალისხმევა აზრს კარგავს. მას შემდეგ რაც "ბორუსიასთან" ქულები გავათანაბრეთ, ბიჭებს თითქოს ფრთები ამოეზარდათ. ამას ყოველდღიურად ვგრძნობ ვარჯიშებზე, ვხედავ რა მათ მოძრაობას. შეიძლება ითქვას ფინალურ რბოლაში ვართ, წინ 3 თვე გველის, რომლის განმავლობაშიც ყველაფრის მოგება შეგვიძლია, საამისოდ გუნდმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს."-ციტირებს ბაიერნის პრეს-სამსახური ნიკო კოვაჩის სიტყვებს.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, 47 წლის სპეციალისტმა ასევე ისაუბრა ლიოვის ხმაურიან გადაწყვეტილებაზე და საკუთარი ფეხბურთელების მისამართით შემდეგი სახის განცხადება გააკეთა : "მე ვიცი რომ ჩემი მოთამაშეები გაწბილებულები არიან, განსაკუთრებით იმით, რომ ლიოვმა მიიღო საბოლოო და არა დროებითი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, 29 - 30 წლის ფეხბურთელებს, როდესაც ეუბნები რომ შენ უკვე წარსული ხარ, ეს არასწორია. მიუხედავად ამისა ბიჭები ფოკუსირებულნი არიან მოახლოებულ ორთაბრძოლებზე, დარწმუნებული ვარ მათი თამაში თავად ისაუბრებს ყველაფერზე."
2
1

TOTALMAN (9 მარტი 2019 21:14)

გადამწყვეტი ფაზაა და ლიოვმა რა თქვა და რა იბჟუტურა უნდა დაიკიდონ xlop

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.