» » Goal : რუმენიგე ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს

Goal : რუმენიგე ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს

9-03-2019, 21:56
099
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლს-ჰაინც რუმენიგე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს. "ბავარიელთა" ხელმძღვანელის განცხადებით იგი კმაყოფილია კოლუმბიელი ნახევარმცველის თამაშის ხარისხით და მომხრეა მან მომავალი წლები "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში გაატაროს.


"დარწმუნებული ვარ, ხამესი მომავალ სეზონს "ბავარიაში" გაატარებს. კვლავინდებურად მიმაჩნია საკუთარი თავი ხამესის ქომაგად და ვფიქრობ, რომ მთავარი მწვრთნელი - ნიკო კოვაჩი გაიზიარებს ჩემს შეხედულებებს და კმაყოფილებას ფეხბურთელის მიმართ. არსებული ოფციის გააქტიურება 15 ივნისამდე შეგვიძლია. "ბავარიაში" მისით კმაყოფილები არიან, სწორედ ამიტომ იგი უნდა დარჩეს."

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ კომენტარს ული ჰიონესიც აკეთებდა. "გამოსყიდვის უფლება ჩვენს ხელთაა მაისის შუა რიცხვებამდე. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, ამ ოფციის გააქტიურებას, მაშინ ხამესი დარჩება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სურს თუ არა კოვაჩს მისი გაფორმება."-აღნიშნავდა ული ჰიონესი გამოცემა Football-Espana-სთან საუბრის დროს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..