» » კომენტარები : "ბაიერნი" 6 - 0 "ვოლფსბურგი"

კომენტარები : "ბაიერნი" 6 - 0 "ვოლფსბურგი"

10-03-2019, 12:21
097
შაბათს 9 მარტს, გერმანიის ჩემპიონატის 25-ე ტურის ეგიდით მიუნხენის "ბაიერნმა" საშინაო კედლებში "ვოლფსბურგს" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით სძლია მეტოქე გუნდს. წარმოგიდგენთ მატჩის დასრულების შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.


ნიკო კოვაჩი -"ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ. სრული მატჩის განმავლობაში არც ერთხელ არ შეგვქმნია პრობლემები. ჩვენ ბევრი გოლის გატანა მოვახერხეთ და კიდევ მეტიც შეგვეძლო. ეს თამაში იყო "გლადბახთან" გამართული ორთაბრძოლის კარგი გაგრძელება. ახლა იქ ვართ, სადაც გვინდოდა, რომ ვყოფილიყავით - პირველ ადგილზე. გვსურს ადგილი შევინარჩუნოთ. თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი შეხვედრა გველის."

ბრუნო ლაბადია ("ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელი) -"ბავარია ძალიან, ძალიან ძლიერი იყო. ჩვენ კი სუსტი თამაში ვაჩვენეთ. საბოლოო შედეგი დამსახურებულია. ის ასპექტები, რაც როგორც წესი კარგად გამოგვდის, დღეს არ მუშაობდა. ვერ შევძელით გუნდური თამაშის ჩვენება. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, მოცემულობა უნდა მივიღოთ."

მაქს არნოლდი ("ვოლფსბურგი") -"ეს იყო მწარე მატჩი ჩვენი გუნდისთვის. უფერულად ვთამაშობდით და ფეხბურთისგან სიამოვნებას ვერ ვიღებდით. პირველი 10-15 წუთი ნორმალურად ვმოქმედებდით და უნდა გამოგვემუშავებინა საჭირო თავდაჯერებულობა. ასე, რომ ექვსი გოლი მარტივად გავუშვით."
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..