» » Abendzeitung : რუმენიგე ბასტიან შვაინშტაიგერის შესახებ საუბრობს

Abendzeitung : რუმენიგე ბასტიან შვაინშტაიგერის შესახებ საუბრობს

10-03-2019, 14:14 -ss- სიახლეები 0

Abendzeitung : რუმენიგე ბასტიან შვაინშტაიგერის შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში "რეკორდმაისტერის" ყოფილი ფეხბურთელის, ბასტიან შვაინშტაიგერის შესახებ საუბრობს. რუმენიგეს განცხადებით იგი მოხარული იქნებოდა, თუ ბასტი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდებოდა.


"ბავარიაში ყოველთვის დაინტერესებულები არიან იმით, რომ ყოფილი მოთამაშეები კლუბთან იყვნენ დაკავშირებულნი. ჩემი სურვილია ვიხილო ბასტიან შვაინშტაიგერი ჩვენს გუნდში. ვიცი ოდესღაც იგი დაბრუნდება მიუნხენში"

"შვაინშტაიგერის გამოსამშვიდობებელი მატჩი, ეს იყო გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი. გულშემატკივრები ბედნიერები იყვნენ, საკუთარი კუმირის ხილვით მშობლიურ არენაზე. მე და ბასტი მუდმივად ვწერთ ერთმანეთს შეტყობინებებს, ხანდახან ტელეფონით ვსაუბრობთ კიდეც. მე მას ვუთხარი, ეფიქრა "ბავარიაში" დაბრუნების ვარიანტზე. ვფიქრობ თუ ეს იდეა მას მოეწონება, იგი დაბრუნდება."-ციტირებს გამოცემა Abendzeitung კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..