» » Bild : კიმიხი ლიოვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

Bild : კიმიხი ლიოვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

10-03-2019, 14:43
071
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" უკანახაზელმა იოზუა კიმიხმა, საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში იოაჰიმ ლიოვის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. კიმიხმა აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციით იგი გაკვირვებული დარჩა.


"ამის შესახებ პრესიდან გავიგე. შემდეგ ფეხბურთელებმაც მითხრეს. გაოცებული დავრჩი. ეროვნულ ნაკრებს ამ სამი ფეხბურთელით ვიცნობ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მოთამაშეებით ფორმირდებოდა გუნდი და მათ მსოფლიო ჩემპიონები გაგვხადეს. გარდა ამისა ისინი ჩემი მეგობრები არიან კლუბშიც. ის თუ როგორ გამოცხადდა ეს ინფორმაცია უსიამოვნო იყო, სწორედ ამიტომ მესმის ბიჭების გაწბილების. ამ ფეხბურთელების ასაკი 29-30 წელია. თომასმა ბუნდესნაკრებში 100 შეხვედრა გამართა, ვფიქრობ იგი შანსს იმსახურებდა."-აღნიშნავს იოზუა კიმიხი.

შეგახსენებთ, იოაჰიმ ლიოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამიერიდან გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ვერ ითამაშებენ ჟერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი და თომას მიულერი. ლიოვმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას რეფორმა უწოდა და განაცხადა, რომ შანსი ახალგაზრდა მოთამაშეებს უნდა მიეცეს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..