» » კომანი და ალაბა მინდორზე დაბრუნდნენ

კომანი და ალაბა მინდორზე დაბრუნდნენ

10-03-2019, 21:17 TOTALMAN სიახლეები / მთავარი ამბები 3

კომანი და ალაბა მინდორზე დაბრუნდნენ
კვირას მიუნხენში საშინელი დილა იყო, თუმცა ზებნერ შტრასედან კარგი ინფორმაციის გავრცელებაში ამინდს ხელი არ შეუშლია. რეკორდმაისტერის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით დავიდ ალაბა და კინგსლი კომანი სავარჯიშო მოედანს დაუბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო ნახსენებმა ორივე ფეხბურთელმა ვოლფსბურგთან შეხვედრა გამოტოვა. ავსტრიელი განაპირა მცველის მინდორზე დაბრუნება რამდენიმე დღის წინ შედგა, როდესაც კვლავინდებურად თანაგუნდელებთან ერთად განაახლა ვარჯიში, რაც შეეხება კომანს, ფრანგი ჰერტასთან მიღებული მყესის ტრავმის შემდეგ პირველად გამოჩნდა მინდორზე.

ჯერ-ჯერობით უცნობია მოახერხებს თუ არა კინგსლი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ლივერპულის წინააღმდეგ თამაშს.

„კინგსლი თავს კარგად გრძნობს. დავაკვირდებით ვარჯიშებზე რა მოხდება. ჯერ კიდევ დიდი დრო გვაქვს“, - განაცხადა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კვირას, როდესაც მას ჰკითხეს კომანის შანსზე ეთამაშა ლივერპულის წინააღმდეგ.

მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმაც სიფრთხილე გამოიჩინა აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას: „მოთმინება გვმართებს და უნდა დაველოდოთ ხვალინდელ და ზეგინდელ ვარჯიშებს. ჩვენ ოთხი დღე გვაქვს და გვინდა ეს დრო სრულად გამოვიყენოთ“
2

წყარო:

0

TOTALMAN (11 მარტი 2019 01:29)

კომანი ანჩელოტის რო არ ამოელპო სკამზე და ბაბუს ხელში ყოფილიყო ახლა კიდე უფრო მაღალ დონეზე იქნებოდა
ანჩელოტიმ იმენა მოგვისპო პოტენციალი რა

0

qutaturi (10 მარტი 2019 22:58)

ორივე იქნებიან თუ არა არ დამენახონ თვალით
0

-ss- (10 მარტი 2019 21:31)

იმედია ოპტიმალური შემადგენლობით შევხვდებით fansbay

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.